ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001581 დასრულებული

ბიზნეს მოდელების საგრანტო პროგრამა

წყარო: IREX

განაცხადის ბოლო ვადა
21.11.2023
საიტზე დამატებულია
23.10.2023

კონკურსის შესახებ:

"USAID მედია პროგრამა" აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანი ჟურნალისტიკასა და მედიის სფეროში ინოვაციების, ახალი მიდგომებისა და სტარტაპების ხელშეწყობაა.

საზოგადოებაში ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების გზები რადიკალურად იცვლება. აუდიტორიას სულ უფრო იოლად მიუწვდება ხელი მისთვის მნიშვნელოვან, საჭირო და სასარგებლო მედია პროდუქტის არამარტო მიღებაზე, არამედ მის შექმნაზე. ტექნოლოგიური პროგრესი ახალ შესაძლებლობებს ქმნის მათთვის, ვისაც აუდიტორიის ინფორმირება დამოუკიდებელი, ახალი, სხარტი და მოქნილი მიდგომებით სურს.

ხუთწლიანი მედია პროგრამა, მცირე საგრანტო პროგრამით, ხელს უწყობს ქართულ ჟურნალისტიკასა და მედიის სფეროში იმ ინოვაციებსა და ექსპერიმენტებს, რომლებიც მიზნად ფინანსურად და ეკონომიკურად მდგრადი ბიზნეს მოდელების შექმნას ისახავს. ბიზნეს მოდელების საგრანტო პროგრამა ღიაა ონლაინ/ციფრული ჟურნალისტიკის დარგში ნებისმიერი შემოქმედებითი და ინოვაციური იდეის განსახილველად და დასაფინანსებლად. მაგალითისათვის, ახალი ბიზნეს მოდელი შესაძლოა მოიცავდეს:

** ჟურნალისტური პროდუქტის შექმნას მიზნობრივი აუდიტორიისთვის; მედიის მიერ ასეთი აუდიტორიის ჩართულობის გაზრდას ახალი ამბების თემების მომზადების პროცესში. მიზნობრივი აუდიტორია შესაძლოა შერჩეული იყოს გეოგრაფიულად (ადგილობრივი მედია, სათემო მედია) ან კონკრეტული ინტერესის სფეროს გათვალისწინებით (სტუდენტური ან/და დარგობრივი მედია)
** ტექნოლოგიური მიდგომების მოძებნას აუდიტორიისათვის სასარგებლო და საჭირო ამბების გასავრცელებლად. მაგალითისთვის, ეს შეიძლება იყოს:

** ისეთი ახალი, ადგილობრივი მედიაპლატფორმის შექმნა, რომელიც ახალი ამბებისა ადგილობრივი სერვისების ინფორმაციის შერწყმით უპასუხებს ბაზარზე არსებულ მოთხოვნას და შექმნის შემოსავლის წყაროს.
** სხვა ტექნოლოგიურ ინოვაციას, რომელიც მედიის თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს.

მნიშვნელოვანი დეტალები:

** თითო პროექტის სავარაუდო დაფინანსების ოდენობა: $6000
** პირველი რაუნდში შეირჩევა 3 პროექტი
** გრანტის ხანგრძლივობა 4 თვე
** შერჩეული პროექტი შესაძლოა დაფინანსდეს ერთიანად ან ეტაპობრივად
** საგრანტო კონკურსი ორეტაპიანია. პირველ ეტაპზე საჭიროა მხოლოდ იდეის ზოგადი მონახაზის გაზიარება.

სრული ინფორმაციისა და განაცხადის გამოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://www.irex.org/program/aps-usaid-media-program-new-business-model-grants


წყარო: https://jobs.ge/