ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001592 დასრულებული

საგრანტო კონკურსი: ექსტენციის განვითარება მესაქონლეობაში

წყარო: Land O`Lakes Venture37

განაცხადის ბოლო ვადა
31.01.2024
საიტზე დამატებულია
01.11.2023

კონკურსის შესახებ:

"Land O`Lakes Venture37" აცხადებს საგრანტო კონკურსს: ექსტენციის განვითარება მესაქონლეობაში.

"ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის" (USDA) მიერ დაფინანსებული და "Land O`Lakes Venture37"-ის მიერ ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით განხორციელებული პროექტი "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" - შემდგომში USDA SQIL, მიზნად ისახავს საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოების გაზრდას და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებას საქართველოში. თანადაფინანსების პროექტში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მოგებაზე ორიენტირებული მომსახურების მიმწოდებლებს, მესაქონლეობის სექტორში საწარმოო საშუალებების მიმწოდებლებს ან რეალიზატორებს (ცხოველის საკვები, საფურაჟე მარცვლეული, ვეტერინარული პრეპარატები) და მესაქონლეობის პროდუქტის შემსყიდველებს (რძის გადამამუშავებლები, სასაკლაოები) რათა წარადგინონ კონცეფცია ექსტენციის სერვისების განვითარების ხელშესაწყობად, რომელიც ხელს შეუწყობს პროდუქტიოლობის ზრდას, ბაზარზე კავშირების გაუმჯობესებას და შესაბამისად გაყიდვების ზრდას. განაცხადები წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად, როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენებზე შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: Lkasrashvili@landolakes.com და SQILbizops@landolakes.com არაუგვიანეს, 2024 წლის 31 იანვრისა.


წყარო: https://jobs.ge/