საგრანტო პროგრამა ბიზნეს ორგანიზაციებისთვის
წყარო: USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა
- განაცხადის ბოლო ვადა
- 20.11.2023
- საიტზე დამატებულია
- 06.11.2023
კონკურსის შესახებ:
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა აცხადებს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების საგრანტო პროგრამის ახალ რაუნდს, რომლის მიზანია ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მხარდაჭერა. აღნიშნული საგრანტო პროგრამის მეშვეობით USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინირებით გეგმავს მოგებაზე ორიენტირებულ და არა მოგებაზე ორიენტირებულ ბიზნეს ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მოღვაწეობენ ადგილობრივ ღვინის სექტორში, რათა ხელი შეეწყოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას. ორგანიზაციის ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების გრანტები გაიცემა და განხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აშშ-ის მთავრობის დებულებებისა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტების ადმინისტრირების შიდა პოლიტიკის შესაბამისად.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 20 ნოემბერი (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ამ მოთხოვნის "III ნაწილი. ინფორმაცია განაცხადის წარდგენის შესახებ").
განაცხადის წარდგენის და შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას 2023 წლის 6 ნოემბერს, 14:00 საათზე (მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. 47, ოთახი 22). განმცხადებლებს, ასევე, შეუძლიათ კითხვების დასმა ელ.ფოსტის საშუალებით (gbibileishvili@cnfageorgia.org) 2023 წლის 10 ნოემბერი.
იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი თანდართულ ფაილში.
წყარო: https://jobs.ge/