მცირე გრანტების კონკურსი
წყარო: ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 17.11.2023
- საიტზე დამატებულია
- 15.11.2023
კონკურსის შესახებ:
მოწვევა "მეხორცული მესაქონლეობის განვითარების მხარდამჭერ" საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად
"ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში" (CCRG), ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის "მდგრადი მესაქონლეობის, პროდუქტიულობის ზრდისა და ბაზრის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში, აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს, რომლის მიზანია სამიზნე რეგიონებში ვეტერინარული და ხელოვნური განაყოფიერების საქმიანობის გაძლიერება და განვითარების ხელშეწყობა, მაღალმთიან ტერიტორიებზე მეხორცული მესაქონლეობის გასაძლიერებლად.
კონკურსის აღწერა და პირობები
საგრანტო კონკურსის მიზანია: ვეტერინარული მომსახურების გაუმჯობესება ხულოს, დუშეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.
კონკურსის პრიორიტეტებია: ვეტერინარული საკონსულტაციო მომსახურება, ხელოვნური განაყოფიერების სერვისის მიწოდება, ვეტერინარული საშუალებებით მომარაგება (ვეტ. აფთიაქის მომსახურება) და სხვა ვეტერინარულ სერვისებთან მომიჯნავე სფეროები.
ბიზნეს იდეების საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
ხულოს, დუშეთის, ახმეტის მუნიციპალიტეტების მკვიდრებს, რომლებსაც გააჩნიათ ვეტერინარული მომსახურების გაწევისათვის შესაბამისი განათლება, კვალიფიკაცია და დადასტურებული საქმიანობის გამოცდილება ვეტერინარული მომსახურების მომიჯნავე სფეროებში.
კონკურსში მონაწილეობისთვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული საპროექტო იდეის განაცხადისა და ბიუჯეტის თანდართული ფორმები, სადაც უნდა ჩანდეს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის დაფინანსებისა და თანადაფინანსების წვლილი.
საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, აპლიკანტი ვალდებულია, დარეგისტრირდეს მეწარმე სუბიექტად! უკვე დარეგისტრირებული სუბიექტები შედარებით მალე შეძლებენ საქმიანობის განხორციელების დაწყებას.
არ ფინანსდება:
** ერთი და იგივე აპლიკანტის მიერ შემოტანილი ორი სხვადასხვა ბიზნეს იდეა;
** აპლიკანტის მიერ შემოტანილი განაცხადი, თუ მას გააჩნია სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო დავალიანება;
** ბიზნესის მიმდინარე/ცვალებადი ხარჯები (თანამშრომელთა ხელფასები, ქირა, იჯარა, ნედლეულისა და სახარჯი მასალების ღირებულება, კომუნალური გადასახადები და სხვა);
გასათვალისწინებელია: შესაძლებელია სახარჯი მასალების დაფინანსება 1000 ლარის ფარგლებში, პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით და შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში.
** ინდივიდუალურ მეწარმედ ან იურიდიულ პირად რეგისტრაციის საფასური;
** კონტრაქტის გაფორმებამდე გაწეული ხარჯები;
** მოწყობილობების შეძენა, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდება აღნიშნულ საპროექტო იდეას;
** საკონსულტაციო მომსახურების ხარჯები;
** მიწასთან და უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებული ხარჯები;
** ინფრასტრუქტურასთან და მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯები;
** სხვა სახის ხარჯები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის პროექტის ბიუჯეტში;
** არ ფინანსდება ისეთი პროექტები, რომელთა საქმიანობაც არ ვრცელდება სამიზნე მუნიციპალიტეტებზე.
საგრანტო კონკურსის ფორმატი
კონკურსი შედგება შემდეგ შემდეგი ეტაპებისგან:
** კონკურსის გამოცხადება და ონლაინ საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრა;
** ბიზნეს გეგმის მიღება;
** მიღებული ბიზნეს გეგმების შეფასება;
** შერჩეული ბიზნეს გეგმების ადგილზე მონიტორინგი;
** გამარჯვებული ბიზნეს გეგმების საბოლოო შერჩევა;
** გამარჯვებულ აპლიკანტებთან კონტრაქტის გაფორმება;
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა, დაფინანსება და აუცილებელი პირობა
** აპლიკანტები კონკურსში მიიღებენ 70%-იან თანადაფინანსებას, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისგან, გრანტის სახით. ერთ პროექტზე გაცემული საგრანტო თანხა არ უნდა აღემატებოდეს 20, 000 ლარს და არ უნდა იყოს 5, 000 ლარზე ნაკლები.
** პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს;
** საგრანტო თანხის გახარჯვა უნდა დასრულდეს 2023 წლის 25 დეკემბერს;
** აპლიკანტის წილად ჩაითვლება მხოლოდ ფინანსური სახით გაწეული თანამონაწილეობა;
** აპლიკანტის მიერ უნდა იყოს განხორციელებული თანადაფინანსება არანაკლებ 30%-სა.
** ბიზნეს გეგმის კონკურსში გამარჯვებულ აპლიკანტებს კონტრაქტის დადებამდე ევალებათ, წარმოადგინონ ცნობა შესაბამისი ცოდნა/კვალიფიკაციის შესახებ. ასევე, უნდა წარმოადგინონ სფეროში მუშაობის დამადასტურებელი გამოცდილება.
პროექტის დოკუმენტების წარდგენის წესი
აპლიკანტმა პროექტის დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით, ქართულ ენაზე, შესაბამისი ფორმების მიხედვით, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: ccrg-tender@caritas.cz. გთხოვთ, ველში "თემა" (Subject) მიუთითოთ: საგრანტო კონკურსი და აპლიკანტის სახელი და გვარი, მაგალითად: "საგრანტო კონკურსი - ზვიად ზვიადაური".
წარსადგენი დოკუმენტაცია:
** დანართი 1 - პროექტის განაცხადის ფორმა;
** დანართი 2 - პროექტის ბიუჯეტის ფორმა;
** განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
** ვეტერინარიისა და ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით მუშაობის დამამტკიცებელი საბუთი;
** ინდ.მეწარმის ცნობა და შესაბამისი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
** შესასყიდი პოტენციური ნივთების ინვოისი.
განსახილველად დარეგისტრირდება მხოლოდ თანდართული განაცხადის ფორმის შესაბამისად შევსებული განაცხადები. დაგვიანებით, განსხვავებული ფორმით წარმოდგენილი და არასრულად შევსებული განაცხადები არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2023 წლის 13 ნოემბრისა.
7. საკონტაქტო ინფორმაცია
საგრანტო კომპონენტთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში მიმართეთ: ასლან ართმელაძე, პროექტის უფროსი კოორდინატორი (ორშაბათი პარასკევი 09:00-18:00);
ტელ.: 0322 220 214; +995 555 25 49 25
ელექტრონული ფოსტა: ccrg-tender@caritas.cz
წყარო: https://jobs.ge/