საგრანტო კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის - ახალგაზრდებისა და სოფლად მცხოვრები ქალების მხარდასაჭერად
წყარო: GIZ
- განაცხადის ბოლო ვადა
- 22.12.2023
- საიტზე დამატებულია
- 06.12.2023
კონკურსის შესახებ:
GIZ- ი საქართველო, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ინიციატივის „EU4ITD - ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში, აცხადებს კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. კონკურსის შედეგად მოხდება ახალგაზრდებისა და სოფლად მცხოვრები ადგილობრივი ქალების ეკონომიკური გააქტიურების სტიმულირება. შერჩეული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ბენეფიციარის მიზნობრივ დაფინანსებაზე იქნებიან პასუხისმგებელნი.
CESL - ის ძირითადი მიზანია საქართველოში ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების დაბალანსება, რეგიონებიდან დედაქალაქში მიგრაციის მაჩვენებლის შემცირება და იმ მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის წახალისება, რომლებიც საქართველოს რეგიონებში საცხოვრებლად გადასვლას ამჯობინებენ.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 22 დეკემბერი
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: საგრანტო კონკურსი CSO - თვის
წყარო: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო