ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000162 დასრულებული

საგრანტო კონკურსი მეფუტკრეებისთვის

წყარო: USAID Zrda Activity

განაცხადის ბოლო ვადა
22.02.2019
საიტზე დამატებულია
28.01.2019

პროექტის შესახებ:

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი "Zrda" არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; და, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. შედეგად, ზრდა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით.


USAID Zrda აცხადებს საგრანტო კონკურსს # 069-4004A-007-S-2019 მეფუტკრეობის/თაფლის წარმოებაში ჩართული დამწყები და არსებული მეფუტკრეებისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა საგრანტო განაცხადი უნდა წარადგინონ ქართულ ენაზე, არა უგვიანეს 2019 წლის 22 თებერვლისა (18:00 საათი).

დაგვიანებული განცხადები არ მიიღებ


თანდართული ფაილი: 203316-RFA 069 Beekeeping.rar