საგრანტო კონკურსი: სამართლის ინოვაციური ლაბორატორია
წყარო: USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
- განაცხადის ბოლო ვადა
- 29.02.2024
- საიტზე დამატებულია
- 10.01.2024
კონკურსის შესახებ:
"USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა" არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI). პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება, მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, და ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.
სამართლის უზენაესობის პროგრამის ერთ-ერთი მიზანია საქართველოში იურიდიული განათლების ხარისხის ამაღლება აკადემიურ დაწესებულებებში სწავლებისა და სასწავლო პროგრამების გაძლიერების გზით. ასევე, სხვა ჯგუფების, მათ შორის აკადემიის მხარდაჭერა მართლმსაჯულების ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად იურიდიული მომსახურების ხარისხის ამაღლების, უმცირესობათა სათანადო მოპყრობის უზრუნველყოფისა და საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების მიდგომების დასანერგად.
"USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა" აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამართლის ინოვაციური ლაბორატორიის დასაარსებლად. ლაბორატორიის მიზანი უნდა იყოს ინოვაციური IT მიდგომების შემუშავება, რაც გააუმჯობესებს საზოგადოების ხელმისაწვდომობას იურიდიულ დახმარებასა და მართლმსაჯულების სისტემაზე, უკეთესი ადამიანზე ორიენტირებული დიზაინის, სერვისებისა და ტექნოლოგიების მეშვეობით და ამავდროულად უზრუნველყოფს სტუდენტების ჩართულობასა და სასწავლო პროგრამაში ინოვაციური, მომავალზე ორიენტირებული საგანმანათლებლო მიდგომების შემუშავებას.
საგრანტო კონკურსის პირობების ტექსტის სრული ვერსია, განაცხადის და ბიუჯეტის ფორმებთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.
კონკურსის ვადები
გამოცხადების თარიღი: 10 იანვარი, 2024
წერილობითი კითხვების წარდგენის ბოლო ვადა: 17 იანვარი, 2024
წარდგენილ კითხვებზე პასუხი გამოქვეყნდება: 22 იანვარი, 2024
(პასუხები განთავსდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/USAIDRuleofLawProgram).
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 29 თებერვალი, 2024
წყარო: https://jobs.ge/