ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001657 დასრულებული

უმცირესობების ეკონომიკური ინტეგრაცია

წყარო: ექსპორტის განვითარების ასოციაცია

განაცხადის ბოლო ვადა
05.02.2024
საიტზე დამატებულია
29.01.2024

კონკურსის შესახებ:

ექსპორტის განვითარების ასოციაციამ ახალი პროექტი - „უმცირესობების ეკონომიკური ინტეგრაცია" (EIM) დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, კონკურსის წესით შერჩეულ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ მეწარმეებს, EDA გაუწევს მარკეტინგულ დახმარებას.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა, 5 თებერვლის ჩათვლით, შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა

ქართულ ენაზე ???? http://bit.ly/42l9Ktt

რუსულ ენაზე ???? https://bit.ly/3vQFOJE

პროექტის მიზანია, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, კახეთისა და აჭარის რეგიონებში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჯგუფების ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერება ბიზნესის კომერციალიზაციის შესაძლებლობების გაუმჯობესებითა და ტრადიციული ბაზრების მიღმა გაფართოებით.

პროექტს ახორციელებს ექსპორტის განვითარების ასოციაცია, USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში. ,,ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNA Georgia) მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.


წყარო: ექსპორტის განვითარების ასოციაცია