შემოქმედებითი ტურისტული იდეების კონკურსი
წყარო: ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 25.03.2024
- საიტზე დამატებულია
- 27.02.2024
კონკურსის შესახებ:
პროექტის, "ვიშეგრადი-საქართველოს თანამშრომლობა შემოქმედებითი ტურიზმის განვითარებისათვის" (V422310128) ფარგლებში, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი GACC (საქართველო), Laterna Magica (უნგრეთი), Miejska Strefa Kultury w Łodzi (პოლონეთი) და PRO Šumavsko, z.s. (ჩეხეთის რესპუბლიკა), იწვევს დაინტერესებული პირებს შემოქმედებითი (კრეატიული) ტურიზმის იდეების კონკურში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსის მიზანი: ხელი შეუწყოს კრეატიული ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების ინოვაციური იდეების ჩამოყალიბებას.
კონკურსის პირობები:
** კონკურში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, საინიციატივო ჯგუფს ან ორგანიზაციას, რომელსაც სურვილი აქვს დანერგოს შემოქმედებითი ტურიზმის მომსახურება პროექტის ერთ-ერთ პარტნიორ ქვეყანაში - საქართველოში, უნგრეთში, პოლონეთში ან ჩეხეთის რესპუბლიკაში.
** შემოქმედებითი (კრეატიული) ტურისტული შეთავაზებები შეიძლება მოიცავდეს არამატერიალური კულტურის (ICH) ან ბუნებრივი მემკვიდრეობის სხვადასხვა სფეროებს, როგორიცაა რეწვა, გასტრონომია, ხალხური ცეკვა და სიმღერა და მსგავსი.
** თითოეულ გამარჯვებულ იდეაზე საპრიზო თანხა შეადგენს 500 ევროს ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, რომელიც მოიცავს გადარიცხვასთან და სახელმწიფო გადასახადებთან დაკავშირებულ ყველა დანახარჯს. საპრიზო თანხა უნდა მოხმარდეს იდეის პილოტირებას.
** გამარჯვებული იდეის ავტორის მიერ მოწოდებული ბიუჯეტი ზუსტად უნდა მოიცავდეს ყველა შესაბამის დანახარჯს, რომელიც დაკავშირებულია როგორც იდეის შინაარსთან, ისე სხვა კანონიერ გადასახადებთან.
** იდეის პილოტირება უნდა მოხდეს სახელოსნოში ან სხვა მსგავს სპეციალურ ფართში, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება გამარჯვებულის მიერ.
** გამარჯვებული იდეების ავტორები, საპრიზო თანხასთან ერთად, მიიღებენ კონსულტაციებს ექსპერტების საერთაშორისო საბჭოსგან, რომელიც მიაწვდის მათ პრაქტიკულ რჩევებს იდეის განვითარების და განხორციელებისთვის.
** შემუშავებული პროდუქტები გამოქვეყნდება შემოქმედებითი ტურიზმის საერთაშორისო პლატფორმაზე www.tourndo.com და შეუერთდება ტრანსსასაზღვრო ტურისტულ მარშრუტებს.
** გამარჯვებულებმა უნდა უზრუნველყონ მათი მომსახურების ხელმისაწვდომობა V4-22310128 პროექტის დასრულების თარიღიდან (30.09.2024) 3 წლის განმავლობაში.
კონკურსის ვადები:
** განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადა - 2024 წლის 25 მარტი
** ღია ონლაინ კონსულტაციები მონაწილეებისთვის (მოთხოვნის მიხედვით) - 2024 წლის 20 მარტი
** გამარჯვებული იდეების შერჩევა - 2024 წლის აპრილი
** გამარჯვებული შემოქმედებითი ტურისტული იდეების დანერგვა - 2024 წლის აპრილი - 2024 წლის მაისი
საჭირო დოკუმენტაცია:
ინგლისურ ენაზე შევსებული სააპლიკაციო ფორმა, რომელშიც შედის:
** ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ და იდეის აღწერა;
** იდეის წინასწარი ბიუჯეტი.
** სახელოსნოს ან ფართის ამსახველი სურათები, სადაც განხორციელდება შემოქმედებითი ტურისტული შეთავაზება/პროდუქტი.
** შერჩევის პროცესში შეიძლება მოგეთხოვოთ დამატებითი დოკუმენტაცია.
მონაწილეთა შეფასება:
მონაწილეებს შეაფასებს დამოუკიდებელი საერთაშორისო ჟიური. თითოეულ ქვეყანაში გამოვლინდება 3 გამარჯვებული იდეა.
გამარჯვებული იდეების შერჩევის კრიტერიუმებია:
** იდეის კავშირი ადგილობრივ ტრადიციებთან
** განმცხადებლის გამოცდილება, ხელმისაწვდომი ადგილმდებარეობა, არსებული ფართი
** შემოქმედებითი ტურისტული იდეის ინოვაციურობა და ორიგინალურობა
** იდეის რეალისტურობა, მდგრადობა და შემოსავლიანობა
** შემოქმედებითი ტურიზმის ონლაინ აკადემიაზე დასწრება
** ინგლისური ენის ცოდნა
სააპლიკაციო ფორმის გადმოწერა შეგიძლიათ ბმულიდან: https://bit.ly/49LMfwl
შევსებული სააპლიკაციო ფორმა გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: contest@gaccgeorgia.org, არაუგვიანეს 2024 წლის 25 მარტისა.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "შემოქმედებითი ტურისტული იდეების კონკურსი"
პროექტი "ვიშეგრადი-საქართველოს თანამშრომლობა შემოქმედებითი ტურიზმის განვითარებისთვის" #22310128, ფინანსურად მხარდაჭერილია V4-საქართველოს თანამშრომლობით ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მიერ.
პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ვიშეგრადის გრანტებით. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული თანამშრომლობის იდეების წინსვლა.
წყარო: https://jobs.ge/