ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001712 დასრულებული

საგრანტო კონკურსი ადვოკატირების პლატფორმის შესაქმნელად

წყარო: HEKS-EPER

განაცხადის ბოლო ვადა
11.04.2024
საიტზე დამატებულია
12.03.2024

კონკურსის შესახებ:

საერთაშორისო ორგანიზაცია "HEKS/EPER GEORGIA", ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის" ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების პლატფორმებისთვის.

საგრანტო კონკურსის მიზანია შეიქმნას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების ადვოკატირების პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე და მათთვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასთან დაკავშირებული დიალოგის ინიცირებას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების სტიმულირებას.

პროექტი ხორციელდება ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში (მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ახალციხე, ახალქალაქი და ნინოწმინდა).

დაგეგმილია 4 რეგიონალური პლატფორმის შერჩევა, მათ შორის 2 ქვემო ქართლში და 2 სამცხე-ჯავახეთში.

აღნიშნული საქმიანობების განსახორციელებლად პროექტის ფარგლებში თითო პლატფორმისთვის გამოყოფილი არის მაქსიმუმ 14 000 ლარი (5 000 ევროს ექვივალენტი ლარში).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რეგიონალურ (რეგისტრირებულ ან არარეგისტრირებულ) პლატფორმებს.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ პროექტის ფეისბუქ გვერდი https://www.facebook.com/projectKKSJ ან დაუკავშირდეთ პროექტის წარმომადგენლებს.

განაცხადის ფორმის და კონკურსის აღწერისთვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: https://docs.google.com/document/d/1GZihGQx65nGa7CT3zIJiSR-Dl8iiVFbu14DtqpYFBbM/edit?usp=sharing ან დაუკავშირდეთ პროექტის წარმომადგენლებს.

საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად, რომელიც გაიმართება 15 მარტს, 15:00 საათზე, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/aL3tErxKr3R8t18c7

პროექტის მენეჯერი გიორგი თვალიაშვილი giorgi.tvaliashvili@heks-eper.org 599 989 545
პროექტის კოორდინატორი ოლგა ენდელაძე olga.endeladze@heks-eper.org 599 457 960
რეგიონალური კოორდინატორი ქვემო ქართლში გურანდა ჭავჭავაძე guranda2025@gmail.com 595 674 165
რეგიონალური კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში მამუკა ბექაური sccsf.ngo@gmail.com 551 286 555.

გისურვებთ წარმატებას!


წყარო: https://jobs.ge/