ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001716 დასრულებული

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი საგრანტო კონკურსი

წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

განაცხადის ბოლო ვადა
12.04.2024
საიტზე დამატებულია
12.03.2024

კონკურსის შესახებ:

ფონდი აცხადებს 2024 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსს.

კონკურსის აბრევიატურა:

GFI

კონკურსის მიზანი:

ა) გააღრმაოს სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ერთობლივ ჩართულობას;

ბ) წაახალისოს სამეცნიერო თანამშრომლობის ინიცირება საფრანგეთისა და საქართველოს მეცნიერებს შორის და ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების კარიერულ განვითარებას.

საპროექტო განაცხადის ტიპი - ინდივიდუალური

კონკურსის ძირითადი პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საფრანგეთის უნივერსიტეტებისა ან/და კვლევითი ინსტიტუციების მხარდაჭერის მქონე (მხარდაჭერის ოფიციალური წერილი), საქართველოს მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომლის ხარისხის მინიჭების დღიდან, კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წელი
  • მხარდაჭერის ოფიციალური წერილის მისაღებად აპლიკანტმა განცხადებით უნდა მიმართოს საფრანგეთის შესაბამის უნივერსიტეტს ან/და კვლევით ინსტიტუციას;
  • კონკურსში მონაწილე პირი უნდა ფლობდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენას;
  • საფრანგეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუციებში კვლევითი სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 1 თვეს;

ა) ჯამური დაფინანსება ფონდის მხრიდან შეადგენს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ევრო – (1 250 ევრო თითოეულ პროექტზე), რაც გულისხმობს ბინის დაქირავებისა და კვლევასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

ბ) ჯამური დაფინანსება ინსტიტუტის მხრიდან შეადგენს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ევრო (1 250 ევრო თითოეულ პროექტზე), რაც გულისხმობს შემდეგ ხარჯებს:

სტიპენდია – 750 (შვიდას ორმოცდაათი) ევრო;

- ორმხრივი მგზავრობის დაფინანსება – 500 (ხუთასი) ევრომდე.

კონკურსში მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო განაცხადის დარეგისტრირება.

გრანტის მიმღები ვალდებულია, კვლევითი ვიზიტის დასრულებისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ (საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დაცვით) შესაბამის უნივერსიტეტში/დაწესებულებაში ჩაატაროს პრეზენტაცია კვლევითი ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და მიღებული შედეგების შესახებ და ფონდში წარმოადგინოს აღნიშნული ღონისძიების ამსახველი მასალები.

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:

  • ელექტრონული რეგისტრაცია – 2024 წლის 1-ელი მარტიდან - 8 აპრილის 16:00 საათამდე;
  • ფონდის კანცელარიაში რეგისტრაცია – 2024 წლის 12 აპრილის 17:00 საათამდე;
  • პროექტების ტექნიკური ექსპერტიზა - 2024 წლის 15 აპრილი;
  • პროექტების შეფასება პანელის მიერ - 2024 წლის მაისი;
  • პანელის მიერ შეფასების საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული პროექტების დამტკიცება - 2024 წლის მაისი - ივნისი;
  • გრანტის მიმღებ პირებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება - 2024 წლის ივნისიდან;

საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება ონლაინ ფორმატში 2024 წლის 15 მარტს 16:00 საათზე ,შეხვედრაზე დასასწრებად გადადით ბმულზე.

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის ბრძანება N235/ნ
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2024 წლის 1 მარტის ბრძანება N16

პროექტის მომზადებისთვის საჭირო დანართები და მასალები:

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები:

  • გრანტების მართვის ერთიანი სისტემა - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
  • მეცნიერთა რეგისტრაცია გრანტების მართვის სისტემა GMUS-ში

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;

ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაცია;

კონკურსის კოორდინატორები:

რუსუდან ჯობავა - მობ 595 04 10 42; ელ - ფოსტა : jobava@rustaveli.org.ge

(დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00)

თუთა შენგელია - მობ: 579 29 79 79; shengelia@rustaveli.org.ge (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00)

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!


წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი