საზოგადოების მართლმსაჯულებაში ჩართულობის საგრანტო კონკურსი
წყარო: USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
- განაცხადის ბოლო ვადა
- 12.05.2024
- საიტზე დამატებულია
- 03.04.2024
კონკურსის შესახებ:
საგრანტო კონკურსი - საზოგადოება და მართლმსაჯულება: თანამშრომლობა და ადვოკატირება საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისთვის
"USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა" არის ხუთწლიანი (2022-2026) ინიციატივა, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI). პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოში სამართლის უზენაესობის გაძლიერება, მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი მისაწვდომობის უზრუნველყოფის, და ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.
USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აცხადებს საპროექტო წინადადების კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მოქალაქეთა არარეგისტრირებული ჯგუფებისა და საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის. კონკურსის მიზანია საქართველოში მართლმსაჯულების მისაწვდომობის გაზრდა ადგილობრივი/რეგიონული ადვოკატირების ინიციატივების მხარდაჭერისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტებსა და საზოგადოებას შორის ჩართულობის ხელშეწყობის გზით.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/4cAm7Xf
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 12 მაისი, საქართველოს დროით 24:00 სთ.
წყარო: https://jobs.ge/