ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001743 დასრულებული

ახალი შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსი

წყარო: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

განაცხადის ბოლო ვადა
19.04.2024
საიტზე დამატებულია
04.04.2024

კონკურსის შესახებ:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში

ახალი შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი გამოცხადდა, რომლის მიზანია:

  • აჭარის რეგიონში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება და კულტურის ღონისძიებებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის გაზრდა;
  • ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ინოვაციური და კრეატიული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
  • ხელოვნების ახალი მიმართულებების, შემოქმედთა ახალი იდეების მხარდაჭერა;
  • აქტუალური საკითხების კულტურისა და ხელოვნების გზით წარმოჩენა და საზოგადოებისთვის გაცნობა;
  • ხელოვნებისა და კულტურის სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტეგრირება.

საგრანტო კონკურსის II ეტაპის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს 2024 წლის 01 აპრილიდან 19 აპროლის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, გარდა, სახელმწიფო ბიუჯეტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ან მუნიციპალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციისა.

საგრანტო განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია სამინისტროში წარმოდგენილ უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით (PDF ფორმატით) და გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: freeprojectsajara@gmail.com;

პროექტი უნდა განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე.

ახალი შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის 2024 წლის სრული ბიუჯეტი განსაზღვრულია 300 000 ლარით;

II ეტაპის საკონკურსო ბიუჯეტი შეადგენს 150 000 ლარს.

ერთი პროექტის განხორციელებისათვის გრანტი გაიცემა არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით.

პროექტის დოკუმენტების სანახავად გადადით ბმულზე


წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალი