კონკურსი სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან სტუდენტების შესარჩევად
წყარო: USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
- განაცხადის ბოლო ვადა
- 10.10.2024
- საიტზე დამატებულია
- 19.09.2024
კონკურსის შესახებ:
"საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა", პროექტს ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი - პარალეგალების ინიციატივა 2023 წლიდან ახორციელებს. ამ ინიციატივამ უკვე მოიცვა აჭარის და იმერეთის რეგიონები, და ამჯერად, კი ვაცხადებთ კონკურსს სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან პროექტში მონაწილე, პარალეგალობის მსურველ სტუდენტთა შესარჩევად.
ინიციატივის მიზანია, საზოგადოების სამართლებრივი ცოდნის ამაღლება და მართლმსაჯულებაზე თითოეული ადამიანის ეფექტიანი და თანაბარი მისაწვდომობის ხელშეწყობა.
კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით აქ: https://bit.ly/4eu56hz
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 10 ოქტომბერი.
წყარო: https://jobs.ge/