ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000197 დასრულებული

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (GTUC) - სტრატეგიული სამართალწარმოება და ცნობიერების ამაღლების კამპანიები ქალებისთვის შრომით ურთიერთობებში სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად

წყარო: USAID

განაცხადის ბოლო ვადა
31.07.2019
საიტზე დამატებულია
04.02.2019

პროექტის შესახებ:

პროექტი უზრუნველყოფს ქალთა და ეთნიკურ, რელიგიურ, სექსუალურ უმცირესობათა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის გზით. პროექტი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქალების მიმართ უთანასწორო მოპყრობა სამსახურში წინა-სახელშეკრულებო ეტაპსა და დასაქმების პერიოდში, დეკრეტული შვებულების შემდგომი შრომის ხელშეკრულების დაუსაბუთებლად შეწყვეტა, მოკლევადიანი (3 თვემდე) მომსახურების ხელშეკრულების გამოყენება გრძელვადიანი ხელშეკრულების დადებისგან თავიდან არიდების მიზნით და სექსუალური შევიწროვება სამუშაო ადგილებზე. პროექტი ასევე შეისწავლის "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის იმპლემენტაციას ქალთა და სოციალურად დაუცველი ჯგუფების უფლებების თვალსაზრისით. პროექტი მოიცავს ქალთა შრომითი უფლებებისა და დისკრიმინაციის საკითხებზე თორმეტი ტრენინგის ჩატარებას თბილისში, ლაგოდეხში, გურჯაანში, სენაკში, ფოთში, ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, დუშეთში, ყაზბეგში, ონში, ლენტეხში, მესტიაში, რუსთავში, ხელვაჩაურსა და ახალციხეში.


თანხის ოდენობა: $94,090

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://ewmi-prolog.org/ka/grants/ongoing-projects/saqartvelos-profesiuli-kavshirebis-gaertianeba