კონკურსი პარტნიორი ტელევიზიის შესარჩევად
წყარო: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 27.07.2019
- საიტზე დამატებულია
- 17.07.2019
კონკურსის შესახებ:
"საერთაშორისო რესუბლიკური ინსტიტუტი" აგრძელებს პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას საქართველოში, რომლის ფარგლებშიც გეგმავს ახალგაზრდული პოლიტიკური დებატების გამართვას. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს, დებატების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებისთვის, პარტნიორი ტელევიზიის შესარჩევად.
ახალგაზრდულ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობენ საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა წარმომადგენლები.
დებატებში მონაწილე თითო გუნდი შედგება 5 წევრისაგან. გუნდები კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით წარმოადგენენ თავიანთ პროექტს, რის შემდეგაც კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობს დებატები. თამაშს ესწრებიან თემის ექსპერტები, რომლებიც კითხვებს უსვამენ მონაწილეებს და აფასებენ გუნდებს დებატის ბოლო.
დებატების მე-9 სეზონის დაწყება იგეგმება 2019 წლის სექტემბერში. ამ სეზონისთვის საჭიროა მინიმუმ 11 დებატი. თითო დებატის ხანგრძლივობა არის დაახლოებით 80 წუთი, რეკლამის გარეშე.
მოთხოვნები და პირობები:
** მაუწყებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით
** პირდაპირი ეთერის დათმობა 80 წუთი (არ შედის სარეკლამო დრო)
** მინიმუმ 11 გადაცემის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში, კვირაში 1 გადაცემა. (მაქსიმუმ 30 გადაცემა - ორი სეზონისთვის)
** სასურველი საეთერო დრო - შაბათ კვირა 15:00-დან 21:00სთ-მდე.
** ტელეკომპანიას უნდა გააჩნდეს პოლიტიკური გადაცემების ტრანსლირების ლიცენზია
** ტელეკომპანიას უნდა გააჩნდეს სტუდია, რომელშიც შესაძლებელია სულ მცირე 40 ადამიანის განთავსება
** ტელევიზიას უნდა ქონდეს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა (მაღალი ხარისხის აუდიო/ვიდეო აპარატურა, განათება და სხვა საჭირო ინვენტარი).
** პირდაპირი ეთერის ხაზის(live stream key) გაზიარების საშუალება
** ინტერაქტიული გამოკითხვის პლატფორმა
** შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, შესაძლებელია ხელშეკრულების იგივე პირობებით გაგრძელება 2 წლით.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი ოფიციალური შემოთავაზება ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით PDF ფორმატში, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
გთხოვთ, დეტალურად ჩაშალოთ 1 გადაცემის ფასი და მიუთითოთ რა დროს იქნება შესაძლებელი დებატების ეთერში გაშვება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 27 ივლისი, 2019 წ.
ელ-ფოსტა: georgia@iri.org
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 577 484846
წყარო : http://jobs.ge