კონკურსი ორგანიზაციის ახალი ვებსაიტის შექმნაზე
წყარო: სტრატეგიის და განვითარების ცენტრი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 10.08.2019
- საიტზე დამატებულია
- 22.07.2019
კონკურსის შესახებ:
"საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი" (GCSD) აცხადებს კონკურსს ორგანიზაციის ახალი ვებსაიტის შესაქმნელად.
ვებგვერდზე განთავსდება ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მოცემულია ორგანიზაციის უკვე არსებულ საიტზე (იხ. http://www.gcsd.org.ge). განახლებული დიზაინის გარდა, ახალი საიტი აღჭურვილი უნდა იყოს მართვის პანელით, რომლითაც GCSD-ს საშვალება ექნება დამოუკიდებლად მართოს საიტზე განსათავსებელი მულტიმედია, დოკუმენტები თუ ტექსტი.
ვებ-გვერდის შექმნისას შემსრულებელი კომპანია პასუხისმგებელია შემდეგზე:
** სრულად მოქმედი, განახლებადი ვებ-ვერდის შექმნა ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** აუცილებელია ვებ გვერდი იყოს მართვადი;
** ვებგვერდის სერვერზე განთავსება;
** დახმარების გაწევა ვებ-გვერდის შინაარსისა და ინფორმაციის განახლებაში;
** ვებ-გვერდის გაშვების შემდგომ მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კონსულტაციების უზრუნველყოფა.
შერჩეულმა კომპანიამ ვებგვერდის ტექნიკური მახასიათებლებსა და დიზაინი უნდა შეათახმოს GCSD-სთან. აღნიშნული სამუშაოების გაწევის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.
განაცხადის შემოტანა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს (პროგრამისტებს), ასევე ვებ დეველოპერულ კომპანიებს. პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
** პრეტენდენტის პორტფოლიო და რეკვიზიტები
** შემოთავაზების ბიუჯეტი
უპირატესობა მიენიჭება ფასს და პრეტედენტის გამოცდილებას.
შეკითხვების ან დაზუსტების საჭიროების შემთხვევაში შეგილიათ დაგვიკავშირდეთ მითითებულ მობ. ნომერზე.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგ ელ. მისამართზე: gcsd@gcsd.org.ge
საკონტაქტო პირი: დავით ჯინჯიხაძე
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი
ტელ.: 579 23 23 44
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2019 წლის 10 აგვისტო.
წყარო : http://jobs.ge