ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000499 დასრულებული

საგრანტო კონკურსი

წყარო: სიდა

განაცხადის ბოლო ვადა
20.10.2019
საიტზე დამატებულია
23.08.2019

საგრანტო კონკურსი:

მცირე გრანტების პროგრამა რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა“ ფარგლებში, საქართველოს წამების მსხვეპლთა ფსიქოსოციალური და სამეციდინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) და სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) აცხადებენ საგრანტო კონკურსს რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.

კონკურსისმიზნები:

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს არასრულწლოვანთა მართმლსაჯულების რეფორმისა და დანაშაულის პრევენციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას რეგიონულ დონეზე. საგრანტო კონკურსის შედეგად შერჩეული ორგანიზაციები განახორციელებენ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისკენ მიმართულ სხვადასხვა სოციალური აქტივობებსა და კამპანიებს.

განმცხადებელმა ორგანიზაციამ 2019 წლის 20 ოქტომბრის, 23:59-მდე ელექტრონულად უნდა შეავსოს საგრანტო აპლიკაციის ფორმა (MS Word ან PDF ფორმატში) და ელექტრონულადვე წარმოადგინოს მისამართზე: procurement@cida.ge

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი თანდართულ ფაილში.


წყარო : http://jobs.ge