კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
წყარო: საქართველოს უნივერსიტეტი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 16.10.2019
- საიტზე დამატებულია
- 19.09.2019
კონკურსის შესახებ:
"საქართველოს უნივერსიტეტი" არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტი თანამშრომელს აერთიანებს.
ჩვენს აკადემიურ პერსონალს ვთავაზობთ:
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
** სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამცენიერო აქტივობებში
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს
** უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერს: https://ug.edu.ge/public/
"საქართველოს უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიურ თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ სკოლებში:
სოციალურ მეცნიერებების სკოლა
1. ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით: თურქეთის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით (1 ვაკანსია);
უპირატესობად ჩაითვლება თურქული ენის ფლობა
ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა
2. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით: მართვის ფსიქოლოგია, ორგანიზაციული ქცევა, ლიდერობა (1 ვაკანსია);
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა
3. ასოცირებული პროფესორის აკდემიური თანამდებობა შემდეგი მიმართულებებით: სამოქალაქო ინჟინერია (1 ვაკანსია);
წარმოსადგენი დოკუმენტებია:
** განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (იხილეთ დანართი);
** საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (იხილეთ დანართი);
** რეზიუმე არაუმეტეს 80 სიტყვისა, (იხილეთ დართული ნიმუში);
** ფოტოსურათი (ზომით 3X4);
** პირადობის მოწმობის ასლი;
** აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი - დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
** ცნობა პედაგოგიური-სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;
** სამოტივაციო წერილი;
** ორი სარეკომენდაციო წერილი;
** საგნის სილაბუს(ებ)ი;
** გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა; წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების ასლები);
საბუთები წარმოსადგენია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმითაც;
წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:
ძირითადი კრიტერიუმებია:
** აკადემიური ხარისხი. პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად სავალდებულოა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა; პროფესორს უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის სულ მცირე ექვსწლიანი გამოცდილება; ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტში სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის სულ მცირე სამწლიანი გამოცდილება;
** სამეცნიერო ნაშრომები.
დამატებითი კრიტერიუმებია:
** სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
** სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში;
** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
** საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
** ინგლისურ ენაზე ლექციის წაკითხვის უნარი.
საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს დემო ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე.
კონკურსში არჩეულმა პირებმა აფილირება უნდა გააკეთონ "საქართველოს უნივერსიტეთან".
საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2019 წლის 17 და 18 ოქტომბერს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77, IV კორპუსი, ოთახი №514.
კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 21 და 22 ოქტომბერს;
კანდიდატებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ დაუყოვნებლივ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე 2019 წლის 23 ოქტომბერი
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე http://www.ug.edu.ge.
წყარო : http://jobs.ge