კონკურსი სოციალური სარეკლამო რგოლის დამზადებაზე
წყარო: დემოკრატიის ინსტიტუტი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 30.09.2019
- საიტზე დამატებულია
- 19.09.2019
კონკურსის შესახებ:
"დემოკრატიის ინსტიტუტი" აცხადებს კონკურსს სოციალური სარეკლამო რგოლის დამზადებაზე.
"დემოკრატიის ინსტიტუტი" (IOD) არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლის ხედვა და მთავარი მისწრაფებაა საქართველო გახდეს განვითარებული დემოკრატიის ქვეყანა. ამ მიზნიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მისიაა, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და დაიცვას ადამიანის უფლებები.
"დემოკრატიის ინსტიტუტი", ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 2017 წლიდან დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში (აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი) ახორციელებს "ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას". პროგრამის მიზანია, ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, პროფესიული განვითარებისა და საარსებო წყაროების შექმნის გზით.
პროგრამის პარტნიორები არიან "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "ფონდი აფხაზინტერკონტი" და რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი "თანაზიარი".
პროგრამის მთავარი მიმართულებები:
** სოციალური საწარმოების ამოქმედება და ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების დასაქმების ხელშეწყობა;
** თვითდასაქმება - მცირე საოჯახო ბიზნესის ჩამოყალიბების გზით;
** განათლება და პროფესიული გადამზადება;
** ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
** იურიდიული დახმარება;
** კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებში ბენეფიციართა ჩართულობისა და მონაწილეობის ხელშეწყობა.
საკონკურსო სარეკლამო რგოლის მიზანი:
** კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული დისკრიმინაციული შეხედულებების შემცირებისა და უარყოფითი სტერეოტიპების დაძლევის ხელშეწყობა;
** მოსახლეობის ინფორმირება იმ პრობლემებისა და სირთულეების შესახებ, რომლებსაც ნასამართლევი პირები და მათი ოჯახის წევრები ყოველდღიურად აწყდებიან.
სარეკლამო რგოლის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს (დღგ-ს გარეშე).
შენიშვნა:
** რგოლი უნდა იყოს მაღალი ხარისხის და აკმაყოფილებდეს სატელევიზიო სოციალური რგოლისთვის განკუთვნილ სტანდარტებს (ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 30 წამი);
** ვიდეო არ უნდა შეიცავდეს დისკრიმინაციულ ელემენტებს;
** ვიდეო რგოლის სცენარი (შინაარსის, გადაღების, მუსიკალური გაფორმებისა და დიზაინის ჩათვლით) უნდა შეთანხმდეს დამკვეთ ორგანიზაციასთან;
** "დემოკრატიის ინსტიტუტი" იტოვებს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს წარმოდგენილი სცენარის დაზუსტება/შეცვლაში.
** "დემოკრატიის ინსტიტუტის" მიერ ვიდეოში აღმოჩენილი უზუსტობის არსებობის შემთხვევაში, ვიდეო რგოლის ავტორი ვალდებულია, განახორციელოს შესაბამისი ცვლილება წარმოდგენილ ვერსიაში.
** ვიდეო რგოლის შექმნის პროცესში, ყველა გადაწყვეტილება/ცვლილება, წინასწარ წერილობით უნდა იქნას შეთანხმებული "დემოკრატიის ინსტიტუტთან";
** სატელევიზიო ეთერში განსათავსებლად, ვიდეო რგოლი მზად უნდა იყოს არაუგვიანეს 2019 წლის 20 ოქტომბრისა.
კონკურსში მონაწილეობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, რეზიდენტ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს;
** კომპანიას/პირს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, კომპანიას/პირს ჰქონდეს მსგავს თემატიკაზე ვიდეო რგოლის მომზადების გამოცდილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაციამ/პირმა უნდა გამოაგზავნოს:
** სოციალური სარეკლამო რგოლის წინასწარი სცენარი;
** რგოლის დამზადების ვადები (დაწყებისა და დასრულების თარიღი);
** საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ბიუჯეტი (დღგ-ს გარეშე);
** ინფორმაცია ორგანიზაციის/პირის შესახებ (პორტფოლიო);
** ორგანიზაციის/პირის მიერ მომზადებული მინიმუმ 2 ვიდეო რგოლის ბმული.
განაცხადი უნდა გამოგვიგზავნოთ არაუგვიანეს 2019 წლის 30 სექტემბრის 16:00 საათისა, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@iod.ge ან მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. №107, "დემოკრატიის ინსტიტუტის" ოფისი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე: 0422 27 57 44 / მობ: 577 57 37 75 (ნინო ხაჩიძე).
წყარო : http://jobs.ge