ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000588 დასრულებული

საგრანტო კონკურსი - მოცვის სადემონსტრაციო სათბურის მოწყობა

წყარო: USAID Zrda Activity

განაცხადის ბოლო ვადა
24.12.2019
საიტზე დამატებულია
25.11.2019

გრანტის შესახებ:

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი "Zrda" არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; და, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. შედეგად, ზრდა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით.

ამჟამად, Zrda პროექტი აცხადებს საგრანტო კონკურსს # 100-2005-011-S-2019 და იწვევს ფერმერს (ფიზიკური პირი) და საქართველოში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო საწარმოებს ზრდა პროექტის სამიზნე თემებიდან, რათა მათ წარმოადგინონ განაცხადი და დაფინანსების შემთხვევაში მოაწყონ მცირე ზომის სასათბურე მეურნეობები მოცვის წარმოების მიზნით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოგვიდგინოთ თქვენი შეთავაზება არაუგვიანეს 2019 წლის 24 დეკემბრისა, 18:00 სთ.

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელ. წერილის სათაურში RFA # 100-2005-011-S-2019

დაგვიანებით გამოგზავნილი ან არასრული განაცხადები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართები.


წყარო : http://jobs.ge