ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000602 დასრულებული

საგრანტო კონკურსი - მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა

წყარო: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი

განაცხადის ბოლო ვადა
13.01.2020
საიტზე დამატებულია
11.12.2019

პროექტის შესახებ:

არაკომერციული ორგანიზაცია "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ახორციელებს "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) პროექტს, რომლის მიზანს წარმოადგენს მართლმსაჯულების გაძლიერება, სამართლიანობის უზრუნველყოფის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის და ადამიანის უფლებების დაცვის გზით. პროექტის ქვემიზანს წარმოადგენს მოწყვლადი მოქალაქეებისთვის, კონკრეტულად კი ქალების, ეთნიკური და სექსუალური უმცირესობებისთვის, მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

USAID/PROLoG აცხადებს საპროექტო წინადადების კონკურსს, რომლის მიზანია ქალების, ბავშვების, შშმ პირებისა და უმცირესობათა ჯგუფებისათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ძალადობის მსხვერპლები, სექსუალური შევიწროების ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლები (სქესი, რელიგიური ან ეთნიკური ნიშნით, შეზღუდული შესაძლებლობები ან სექსუალური ორიენტაცია და ა.შ). ამ მიზნის არასამთავრობო ორგანიზაციები განახორციელებენ სტრატეგიულ სამართალწარმოებას და დაგეგმავენ აქტივობებს ცნობიერების ამაღლების მიზნით ა) ქალების, ბ) ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, გ) ბავშვების, დ) შშმ პირების, რომლებიც არიან ძალადობის ან დისკრიმინაციის მსხვერპლები, ან იმყოფებიან ამგვარი საფრთხის ქვეშ, და ე) სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის.

კონკურსის პირობების ტექსტის სრული ვერსია, განაცხადის და ბიუჯეტის ფორმებთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ თანდართული ფაილების სახით.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 17:00 სთ, 13 იანვარი, 2020 წ.


წყარო : http://jobs.ge