ახალგაზრდა ჟურნალისტების კონკურსი
წყარო: CCIIR
- განაცხადის ბოლო ვადა
- 05.01.2020
- საიტზე დამატებულია
- 27.12.2019
კონკურსის შესახებ:
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი - CCIIR არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მუშაობს ნდობის აღდგენისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების საკითხებზე.
ორგანიზაცია ამჟამად ორგანიზებას უწევს ახალგაზრდა ჟურნალისტების ვორქშოფს, რომელიც ორიენტირებულია კონფლიქტების მოგვარებასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე, პოსტკონფლიქტური გარემოსა და და ეთნიკური უმცირესობების საკითხების გაშუქებაზე მედიაში.
ამ თემებზე ცნობიერების ასამაღლებლად და კოლეგებთან დიალოგისათვის ვიწვევთ 30 წლამდე ასაკის მედია-პროფესიონალებს, რომლებიც მედიის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ და დაინტერესებულნი არიან კონფლიქტების მოგვარების გაშუქებით.
ვორქშოფი ჩატარდება 20-25 იანვარს, ერევანში და გაუძღვება მედიის საერთაშორისო ექსპერტი. ვორქშოფი ჩატარდება რუსულ ენაზე.
დაინტერესებულებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ მოკლე რეზიუმე და კონფლიქტების მოგვარების/გაშუქების/ნდობის აღდგენისა და მსგავს თემატიკაზე თქვენი ჟურნალისტური ნამუშევრის 1-3 მაგალითი მოხერხებული ფორმატით.
დოკუმენტები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ 5 იანვრის ჩათვლით შემდეგ ელ.ფოსტაზე - ketevanjachvadze@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ - აპლიკაცია ჟურნალისტების ვორქშოფისთვის.
გისურვებთ წარმატებას!
წყარო : http://jobs.ge