კონკურსი სენდვიჩ პანელების შეძენაზე
წყარო: USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა
- განაცხადის ბოლო ვადა
- 14.02.2020
- საიტზე დამატებულია
- 01.02.2020
კონკურსის შესახებ:
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. პროგრამა გეგმავს საინვესტიციო და მიზნობრივი ტექნიკური დახმარების გაწევას მემცენარეობის სექტორში მოქმედი ბაზარზე ორიენტირებული საწარმოებისთვის და საწარმოო კლასტერებისთვის, ასევე, ასოციაციებისა და მომსახურების/ინფორმაციის/კონსულტაციების მიმწოდებლების მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს აგრობიზნესების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.
პროექტის აქტივობების ფარგლებში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას სურს შეიძინოს სენდვიჩ პანელები (დაფები) სამაცივრო საცავების და წინასწარი გაცივების სექციისათვის, რათა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს გრანტიორის არსებული ბიზნეს საქმიანობა. ამ განაცხადის მიზანია სენდვიჩ პანელების (დაფების) სამაცივრო საცავების და წინასწარი გაცივების სექციისათვის შეთავაზებების მოთხოვნა.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა შერჩეულ მომწოდებელთან გააფორმებს ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულებას.
სავარაუდოდ, ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულების გაცემა მოხდება 2020 წლის 25 თებერვლამდე.
საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის სასურველი დროა არაუგვიანეს 2020 წლის 10 მარტისა.
მიწოდების ადგილი: გერამის დასახლება, ყვარლის მუნიციპალიტეტი, კახეთის რეგიონი.
სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
შეთავაზებების წარდგენა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2020 წლის 14 თებერვლის 17:00 საათისა.
წყარო : http://jobs.ge