ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000681 დასრულებული

კონკურსი მაცივრისათვის კარების, სამშენ. მასალების შეძენაზე

წყარო: USAID

განაცხადის ბოლო ვადა
27.04.2020
საიტზე დამატებულია
22.04.2020

კონკურსის შესახებ:

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. პროგრამა გეგმავს საინვესტიციო და მიზნობრივი ტექნიკური დახმარების გაწევას მემცენარეობის სექტორში მოქმედი ბაზარზე ორიენტირებული საწარმოებისთვის და საწარმოო კლასტერებისთვის, ასევე, ასოციაციებისა და მომსახურების/ინფორმაციის/კონსულტაციების მიმწოდებლების მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს აგრობიზნესების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.

პროექტის აქტივობების ფარგლებში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას სურს შეიძინოს კარები და სამშენებლო მასალები 435 მ3 მაცივრისათვის, რათა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს გრანტიორის არსებული ბიზნეს საქმიანობა. ამ განაცხადის მიზანია შეთავაზებების მოთხოვნა კარებსა და სამშენებლო მასალებზე 435 მ3 მაცივრისათვის, (სენდვიჩ პანელი (დაფები), ინდუსტრიული ტიპის, სექციური ავტომატური კარი მაღალი აწევით და მაცივრის კამერის (გორგოლაჭებიანი, ზღურბლის გარეშე) სენდვიჩ პანელის კარები.)

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა შერჩეულ მომწოდებელთან გააფორმებს ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულებას.

სავარაუდოდ, ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულების გაცემა მოხდება 2020 წლის 7 მაისამდე.
საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის სასურველი დროა არაუგვიანეს 2020 წლის 25 მაისი.
მიწოდების ადგილი: სოფელი ლია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი.

შესყიდვა განხორციელდება სამ ლოტად:

ლოტი #1: სენდვიჩ პანელი (დაფები)
ლოტი #2: ინდუსტრიული ტიპის, სექციური ავტომატური კარი მაღალი აწევით
ლოტი #3: მაცივრის კამერის (გორგოლაჭებიანი, ზღურბლის გარეშე) სენდვიჩ პანელის კარები

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2020 წლის 27 აპრილი.


წყარო: http://jobs.ge