ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000826 დასრულებული

კონკურსი სამაცივრე საკნის აგრეგატების შეძენაზე

წყარო: USAID

განაცხადის ბოლო ვადა
22.12.2020
საიტზე დამატებულია
09.12.2020

კონკურსის შესახებ:

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. პროგრამა გეგმავს საინვესტიციო და მიზნობრივი ტექნიკური დახმარების გაწევას მემცენარეობის სექტორში მოქმედი ბაზარზე ორიენტირებული საწარმოებისთვის და საწარმოო კლასტერებისთვის, ასევე, ასოციაციებისა და მომსახურების /ინფორმაციის /კონსულტაციების მიმწოდებლების მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს აგრობიზნესების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.

პროექტის აქტივობების ფარგლებში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას სურს შეიძინოს სამაცივრე საკნის აგრეგატები, რათა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს გრანტიორის არსებული ბიზნეს საქმიანობა. ამ განაცხადის მიზანია სამაცივრე საკნის აგრეგატებზე შეთავაზებების მოთხოვნა.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა შერჩეულ მომწოდებელთან გააფორმებს ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულებას.

სავარაუდოდ, ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულების გაცემა მოხდება 2020 წლის 30 დეკემბრამდე.
საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის სასურველი დროა არაუგვიანეს 2021 წლის 29 იანვარი.
მიწოდების ადგილი: სოფელი აზიზქენდი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლის რეგიონი.

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

შეთავაზებების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 22 დეკემბერი.


წყარო: http://jobs.ge