![]() |
3393 |
---|
![]() |
საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა (ENPARD III) |
უნიკალური ნომერი: 000856
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა (ENPARD III)“.
პროექტის ხანგრძლივობა: 2018 – 2022 (III ფაზა)
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სტრუქტურულ და სისტემურ ცვლილებებს სოფლის განვითარების გზაზე არსებული ბარიერების დასაძლევად. გარდა ამისა, დახმარება მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების მომსახურების გაუმჯობესებას და ეფექტური, მდგრადი და მრავალფეროვანი სერვისების მიწოდებას.
პროექტის ფარგლებში UNDP მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და სათემო ორგანიზაციებთან, და კერძო სექტორთან. მოსალოდნელი შედეგები:
საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, და ამასთან დაკავშირებული სხვა პროგრამების, განხორციელების მართვის გაუმჯობესება.
სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირება, დასაქმებისა და სერვისების ზრდა.
გარემოს დაცვის გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ზომების გატარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მართვის გაუმჯობესება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირება, გარემოს დაცვის გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ზომების გატარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.ge.undp.org
წყარო: http://regmarket.ge
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; ბიზნესი, წარმოება, მრეწველობა, ვაჭრობა;
დამატებულია: 20-01-2021
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2021
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 309 დღე;
24-01-2019 ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის |
---|
21-01-2019 საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა (ENPARD III) |
26-02-2020 ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროექტი (TTPP) |
17-02-2021 საგრანტო კონკურსი |