ნაპოვნია 1 029
-
დონალდ ტრამპმა მექსიკას 5%-იანი ტარიფები დაუწესა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკას 5%-იანი ტარიფები დაუწესა. ტარიფები 10 ივნისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ტრამპის განცხადებით, პირველ ოქტომბრამდე ტარიფის პროცენტი ყოველთვიურად პროცენტით გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოგვარებას ვერ შეძლებს.
-
მარკ ცუკერბერგი Facebook-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან ისევ ვერ გადააყენეს
მარკ ცუკერბერგი Facebook-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას ისევ გადაურჩა. კომპანიის აქციონერებმა თანამდებობიდან მისი ჩამოშორება მეხუთედ სცადეს, თუმცა ხმათა საჭირო რაოდენობის მოგროვება ვერ შეძლეს.
-
საგადასახადო სამოთხე. რა არის ოფშორი და რატომ არეგისტრირებენ იქ კომპანიებს?
5 ნოემბერს, გამომძიებელი-ჟურნალისტების კონსორციუმმა (ICIJ) ოფშორული კომპანიებისადმი მიძღვნილი მეორე მასშტაბური პროექტი - "სამოთხის დოკუმენტები" გამოაქვეყნა. პირველი გამოძიება, რომელსაც ოფშორებთან დაკავშირებული დიდი სკანდალი მოჰყვა ICIJ-მ 2016 წლის აპრილში წარადგინა:
-
“თი-ბი-სი” კაპიტალმა საქართველოს ობლიგაციების ბაზრის განახლებული კვლევა გამოსცა
29 მაისს, “თი-ბი-სი” კაპიტალმა საქართველოს ობლიგაციების ბაზრის განახლებული კვლევა წარადგინა.“თი-ბი-სი” კაპიტალის მიერ მომზადებულ განახლებულ კვლევაში გაანალიზებულია ფასიანი ქაღალდების ბაზრის უკანასკნელი ტენდენციები. კვლევის განახლება განაპირობა კომპანიების და პოტენციური ინვესტორების მხრიდან გაზრდილმა ინტერესმა ქართული ობლიგაციების ბაზრის და მისი განვითარების პერსპექტივების მიმართ.
-
სიგარეტიდან თუთუნზე გადასული მწეველები
თამბაქოზე ფასების თითქმის გაორმაგებამ ქართველი მწეველების არც თუ ისე მცირე ნაწილი ფილტრიანი სიგარეტიდან თუთუნზე გადაიყვანა. რამდენად იაფი უჯდება რიგით მწეველს თუთუნის მოხმარება სიგარეტთან შედარებით? საშუალო ხარისხის ფილტრიანი სიგარეტი დღესდღეობით დაახლოებით 5 ლარი ღირს. ამგვარად, თუ მწეველი დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს მოიხმარს, მისი თვიური ხარჯი 150 ლარი იქნება.
-
ირაკლი ლექვინაძე: რეგიონებში საინვესტიციო გადაწყვეტილებებში ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურობა უნდა გაიზარდოს
საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ, მონაწილეობა მიიღო კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმში „მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“. ირაკლი ლექვინაძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. „მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა ასეთი მაღალი დონის ფორმატში, აღმასრულებელ, საკანონმდებლო და ადგილობრივი მთავრობების წარმომადგენლებთან და ინვესტორებთან ერთად ვისაუბრო რეგიონულ დონეზე ბიზნეს გარემოზე
-
შოთა გულბანი: „თი ბი სი ჯგუფი“ თუ მაგარია, კონკურენცია “ეიპიემ ტერმინალს” გაუწიოს
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის, შოთა გულბანის განცხადებით, ქვეყანაში პორტების მშენებლობისთვის კონკურენტული გარემო სამართლიანია. ექსპერტი საქართველოსთვის ანაკლიის პორტის მომგებიანობასა და მის ეკონომიკურ მნიშვნელობას ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ „თი ბი სი ჯგუფს“ საქართველოში პორტების მშენებლობაზე ექსკლუზიური უფლება არ უნდა ჰქონდეს.
-
GWP-ში აცხადებენ, რომ ჭავჭავაძის რეაბილიტაციის გამო წყლის მიწოდება მასობრივად არ შეიზღუდება
„ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ, რომ ჭავჭავაძის რეაბილიტაციას გამო წყლის მიწოდებაზე მასობრივი შეზღუდვები არ იქნება. GWP-ის გენერალური დირექტორის ირაკლი ბაბუხადიას თქმით, ასფალტის საფარის აღების სამუშაოები დღეს დაიწყო, წყალარინებისა და წყალმომარაგების სისტემების გამოცვლის სამუშაოები კი 2 ივნისს დაიწყება.
-
თურნავა: ჩვენს საინვესტიციო პოლიტიკაში მეტი რეგიონული აქცენტი უნდა შემოვიტანოთ
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ეკონომიკური და საინვესტიციო პოლიტიკის მეტი ინკლუზიურობა. ამის შესახებ ნათია თურნავამ კახეთში, წინანდალში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ეკონომიკური და საინვესტიციო პოლიტიკის მეტი ინკლუზიურობა - როცა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულია ყველადა დოვლათს ქმნის ყველასთვის, თითოეული ოჯახისთვის.
-
კალაძე: შესაძლოა სირთულის გამო ჭავჭავაძის გამზირის სხვა ნაწილებს რეაბილიტაცია შემდეგ წლებში ჩაუტარდეს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, შესაძლოა სირთულის გამო ჭავჭავაძის გამზირს სხვა ნაწილებს რეაბილიტაცია შემდეგ წლებში ჩაუტარდეს. ამის შესახებ კალაძემ გამზირზე სამუშაოების დაწყებისას განაცხადა. დღეს ჭავჭავაძის გამზირის პირველი ეტაპის სამუშაოები დაიწყო. სამანქანო მოძრაობა გადაიკეტა ვარაზისხევის ამოსასვლელიდან ატენის ქუჩამდე. კალაძის განცხადებით, სამუშაოების პირველი ეტაპი მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა-რეაბილიტაციააროგორც სანიაღვრე სისტემის, ასევე საკანალიზაციოსი, რომელიც მძი
-
კახეთში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ინვესტიციები გაიზარდა
წინანდალში, სასტუმროში „რედისონ კოლექშენ“ კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონული ფორუმი მიმდინარეობს. -ჩვენთვის ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტი არის რეგიონებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეს წლების განმავლობაში პრობლემური თემა იყო კახეთისთვისაც და ჩვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად გვაქვს გაზრდილი ინვესტიციები -ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა წინანდალში ,,საერთაშორისო საინვესტიციო ფორ
-
სასმელი წყლის სოკოებზე ჩამკეტი ონკანების დაყენებით დედაქალაქის ბიუჯეტმა ერთ თვეში 9 700 ლარი დაზოგა
მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისის მერიამ ერთი თვის განმავლობაში დაზოგა 2 260 კუბური მეტრი სასმელი წყალი და 9 700 ლარი დედაქალაქის ბიუჯეტიდან. აღნიშნული სხვაობა განპირობებულია სასმელი წყლის სოკოებზე სპეციალური ჩამკეტი ონკანების დამონტაჟებით.
-
ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრების შემსწავლელი მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სამდივნოს უფროსს, ევგენი ჟუკოვს შეხვდა. ბანკის შემფასებელი მისია საქართველოში ბანკის წლიური შეხვედრის ორგანიზებასთანდაკავშირებულ შესაძლებლობებს გაეცნო. როგორც ცნობილია, საქართველომ უკვე გააკეთა ოფიციალური განაცხადი აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურიშეხვედრისა და ბიზნესფორუმის თბილისში გამართვის თაობაზე.
-
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა. კერძოდ, საქსტატის 2018 წლის მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სტატისტიკა ასე გამოიყურება: ქალაქი -18,0 %; სოფელი – 23,1 %; საქართველო – 20,1 %. 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით 21,9% იყო, ქალაქში 18,6 %, სოფლად კი 26,6%.
-
„ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი სამშენებლო ნებართვას არ წარმოადგენს"
ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული ნებართვა პროცედურული დარღვევებით არის გაცემული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე განმარტებით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.
-
„მოვუწოდებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზებს და კონცენტრირდეს ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი დროულად დაიწყოს"
არაერთხელ გვითქვამს, რომ ანაკლიის პორტი წარმოადგენს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე თქმით, ამ პროექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებისგან, დაწყებული 300 მლნ ლარიანი ინფრასტრუქტურით, დასრულებული 70- მილიონიანი მიწის გამოსყიდვით და 100 მლნ დოლარის დამატებითი დაფინანსებით, ასევე სრული იურიდიული მხარდაჭერით.
-
თბილისის მერია ქალაქის გენგეგმის ამოქმედების გადავადებას ითხოვს
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ხმაურის ფონზე განიხილავდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას. საუბარია სივრცითი მოწყობის კოდექსზე, რომელიც 3 ივნისს უნდა ამოქმედდეს. ოპოზიცია საკითხის დაჩქარებული წესით მსჯელობას აპროტესტებდა. დედაქალაქის მერიამ, სხვა მუნიციპლიტეტებთან ერთად, ვადის გადაწევა ერთი წლითა და 3 თვით მოითხოვა. მერიის წარმომადგენლები ამის მიზეზად გენგეგმის კოდექსთან შეუსაბამობას ასახელებდნენ.
-
მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ოფშორები დასახელდა
არასამთავრობო ორგანიზაციამ Tax Justice Network, რომელიც გადასახადების დამალვის წინააღმდეგ მუშაობს, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ოფშორების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის ლიდერი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები გახდა. რეიტინგში მეორე ადგილს ბერმუდის კუნძულები იკავებს, მესამე ადგილზე კი კაიმანის კუნძულებია. ათეულში ასევე მოხვდნენ ნიდერლანდები, შვეიცარია, ლუქსემბურგი, ჯერს
-
დღეიდან ჭავჭავაძის გამზირის ნაწილი გადაკეტილია
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილი მინიმუმ, სამი თვით გადაიკეტა. მიზეზი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოა. დაგეგმილია ასფალტის საფარისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, ასევე შეიცვლება განათება. რეაბილიტაციის პროცესში სპეციალურ რეჟიმში იმოძრავებენ ავტომანქანები.
-
ანაკლიის კონსორციუმი: თუ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვას არ მოჰყვა რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პროექტი შეჩერდება
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ქალაქ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ წერს, რომ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ მედიიდან შეიტყვეს:
-
ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები $250 მილიონად შეფასდა
ქალაქ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება. პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. ნებართვა ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა. „აშენდება 1640 გრძივი მეტრი სიგრძის ახალი დამცავი მოლი და 700 გრძივი მეტრი სიგრძის ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი. ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური შეძლებს არსებულ გამტარიანობასთან ერთად უზრუნველყოს დამატებით 9 მილიონი ტონა ნაყარი/
-
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) გიწვევთ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე მონაწილეობის მისაღებად
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) გიწვევთ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე მონაწილეობის მისაღებად, თემით: დავების ალტერნატიული გადაწყვეტა დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ აღნიშნული თემის ექსპერტებსა და დაინტერესებულ პირებს. დისკუსიის მთავარ თემებს წარმოადგენს:
-
100 000-ლარიანი გრანტების პროგრამის პრეზენტაცია
100 000-ლარიანი გრანტების პროგრამა - უნიკალური შესაძლებლობა სტარტაპებს. 2019 წლის 31 მაისს, 18:30 - საათზე ტექნოპარკში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო თანადაფინანსების 100 000-ლარიანი გრანტების პროგრამას მესამედ გამოაცხადებს. ღონისძიებას გახსნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
-
დაცული ტერიტორიების სააგენტომ ახალი გრანტი მიიღო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებას. ამ მიზნით, ახალ საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც კავკასიის ბუნების ფონდი დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის 278 400 ლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს.