ნაპოვნია 1 029
-
ეროვნული ბანკი "გლობალური ფულის კვირეულის" აღნიშვნას განაგრძობს
როვნული ბანკი "გლობალური ფულის კვირეულის" აღნიშვნას განაგრძობს. კვირეულის ფარგლებში #წნორში ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებისთვის ფინანსური განათლების ინტერაქტიული სემინარი ჩაატარეს. მონაწილეები სახალისო ჯგუფურ თამაშებში ჩაერთნენ და პირადი ფინანსების მართვის, დაზოგვის, სესხების, მომხმარებელთა უფლებებისა და ფინანსური თაღლითობისგან თავის დაცვის გზების შესახებ იმსჯელეს.
-
მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში გამორთავს ელექტროენერგიას
დედამიწის საათი შაბათს, 30 მარტს, 20:30 – 21:30. მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში გამორთავს ელექტროენერგიას თავის სახლებში და ათასობით ძეგლი და ღირშესანიშნავი ნაგებობა ჩაქრება ერთი საათით. დედამიწის საათით ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს თანადგომას პლანეტის მიმართ და ჩვენს საერთო პასუხისმგებლობას, დავიცვათ და გადავარჩინოთ სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ. წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, დედამიწის საათს გაეროს სახლიც შეუერთდება.
-
Georgia's Parliament to start practising thematic inquiries
27 მარტს, 13:30 საათზე, სასტუმროში „თბილისი რუმს“ გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს პარლამენტში თემატური მოკვლევების დანერგვის შესახებ. შეხვედრის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და ბრიტანული ორგანიზაციის „ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის“ (WFD) ხელშეწყობით.
-
თბილისში გამართულ სოფლის განვითარების მე-4 კონფერენციაზე საქართველოში ევროკავშირის LEADER მიდგომის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს
26 მარტი 2019, თბილისი – ევროკავშირის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, თბილისში, სოფლის განვითარების მე-4 კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება სახელწოდებით „LEADER მიდგომის სამომავლო პერსპექტივები საქართველოში“ მიზნად ისახავდა საქართველოს სოფლის სექტორში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებთან სოფლის განვითარების ევროპული მოდელის, LEADER მიდგომის სამომავლო პერსპექტივების განხილვას, აგრეთვე, ევროპის ქვეყნების საუკ
-
ქალთა როლი ეკონომიკურ ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში
ქალთა როლი ეკონომიკურ ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში- სწორედ ამ საკითხებზე ვსაუბრობთ დღეს კონფერენციაზე, რომელსაც 200-ზე მეტი მონაწილე ესწრება.
-
შეხვედრა „ლე როშეს“ აღმასრულებელ დირექტორს კარლოს დიეს დე ლა ლასტრას და სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანიებს შორის
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა „ლე როშეს“ აღმასრულებელ დირექტორს კარლოს დიეს დე ლა ლასტრას და სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანიებს შორის. ღონისძიების ფარგლებში, სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ პირობების და მიღწეული შედეგების შესა
-
ევროკომისიამ Nike დააჯარიმა
ევროპულმა კომისიამ სპორტული სამოსისა და ატრიბუტიკის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Nike 12,5 მილიონი ევროთი დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზი გახდა კლიენტებისთვის შეზღუდვის შექმნა, რომლებიც მუშაობენ ევროპის ზონაში და ახდენენ ფეხბურთის ეკიპირების ლიცენზირებული ატრიბუტიკის რეალიზაციას. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსამსახური იტყობინება. „ევროკომისიამ Nike 12,5 მილიონი ევროთი დააჯარიმა, იმის გამო, რომ მან აუკრძალა გამყიდველებს გაეყიდათ ლიცენზირებული პროდუქცია ევროპის ეკონომიკური
-
„როდესაც მოსახლეობას უჭირს და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება, კრიმინალიც იზრდება“
კრიმინალის ზრდის მაჩვენებლებს გაჭირვებასა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებს პროფესორი ლადო პაპავა. როგორც მან „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, „როდესაც მოსახლეობას უჭირს და ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება, კრიმინალიც იზრდება“.
-
Georgian Airways-ი ევროპულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეებს ზრდის
2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ევროპულ მიმართულებებზე რეგულარულ რეისებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. ფრენის სიხშირის მომატება თბილისი - ამსტერდამი - თბილისის, თბილისი - ვენა - თბილისის, თბილისი - ბოლონია - თბილისის, თბილისი - ბარსელონა - თბილისის, თბილისი - ბრიუსელი - თბილისისა და თბილისი - პრაღა - თბილისის საჰაერო ხაზებს შეეხებათ.
-
რომელია მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანია
2019 წლის მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგის პირველ ადგილზე კვლავ ავსტრალიური Qantas-ი გავიდა. უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგს ყოველწლიურად პორტალი Airlineratings.com-ი აქვეყნებს. კომპანია გამოავლინა. რეიტინგის შედგენისას პორტალი სხვადასხვა კრიტერიუმს ითვალისწინებს, მათ შორისაა, ავიაციის ასაკი, საავიაციო შემთხვევების სტატისტიკა, ასევე კომპანიის მომგებიანობა და ა.შ.
-
"ხელისუფლება შესაძლოა, ამზადებდეს ნიადაგს, რომ ანაკლიის პროექტზე კონტროლი თავად აიღოს"
გასულ კვირას ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მივიდა და ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის შესახებ დეპუტატების კითხვებს რამდენიმე საათს პასუხობდა. მინისტრმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დათქმულ ვადაში ვერ დასრულდება, თუმცა ამაში კონსორციუმი დაადანაშაულა. მინისტრმა ისიც ახსენა, რომ ძალიან ბევრი ბრალდება გაისმის, მათ შორის, თუ როგორ აპირებს მთავრობა პროექტის დაბლოკვას, ჩამოართვას ის მამუკა ხ
-
საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრებს ეძებს - ხელფასი $60,000 დოლარია
საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო საბჭოს წევრთა შესარჩევად საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მეშვეობით 5 TOP - მენეჯერი შეირჩევა, რომლებიც 5 წლის განმავლობაში პასუხისმგებლები იქნებიან სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრაზე. საბჭოს წევრთა ანაზღაურება წელიწადში 60,000-მდე იქნება. საბჭოს წევრების სამგზავრო ხარჯებსაც ფონდი დაფარავს.
-
„ მთაწმიდაზე, MKdevelopment -ის ე.წ. კანონიერი მშენებლობა არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო„ - რას პასუხობს სამშენებლო კომპანია კომერსანტს
მთაწმიდაზე, წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესია საფრთხეშია - განცხადებას სოციალურ ქსელში არსამთავრობო ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარი“ ავრცელებს. ირკვევა, რომ წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიის ქვეშ, მთაწმინდის ძირში, ზალდასტანიშვილის ქუჩის მიმდებარედ MKdevelopment კორპუსის მშენებლობას იწყებს.
-
ქართული ღვინო საფრანგეთის ქალაქ ტულონში გასტრონომიის ყოველწლიურ ფესტივალ „Salon Bacchus"-ზე იყო წარმოდგენილი
ქართული ღვინო საფრანგეთის ქალაქ ტულონში გასტრონომიის ყოველწლიურ ფესტივალ „Salon Bacchus"-ზე იყო წარმოდგენილი. ფესტივალში ღვინის მწარმოებელი კომპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობენ. ამის შესახებ „კომერსანტს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. „Salon Bacchus"-ზე ქართული ღვინის მწარმოებელი 11 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურენობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო
-
თებერვალში ბანკების მოგება წინა წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20%-ით შემცირდა - მიზეზი საბანკო რეგულაციებია
ბანკებს მოგება შეუმცირდათ. მიმდინარე წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ დაახლოებით 20%-ით იკლო. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბანკების წმინდა მოგებამ 55,743 მლნ ლარი შეადგინა, რაც 34,272 მლნ ლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რამ გამოიწვია ბანკების მოგების შემცირება და მიმდინარე მოვლენები რა გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე რამდენად უარყოფითად აისახება. სპ
-
თქვენ ხართ არაწევრი, თუმცა დიდი წვლილის შემტანი ჩვენს საქმიანობაში... იმედი გვაქვს, მალე მოგესალმებით ნატოში - იენს სტოლტენბერგი
თქვენ ხართ არაწევრი, თუმცა დიდი წვლილის შემტანი ჩვენს საქმიანობაში - ეს განცხადება, ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა. იენს სტოლტენბერგი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა, შემდეგ კი განცხადება ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატოს დამოკიდებულება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, არ შეცვლილა. მისი თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორია, რასაც დღეს მიმდინარე ერთობლივი წვრთნები კიდევ ერთხელ ადასტურებს.
-
„თუ გენერაციის ახალი წყაროები არ დაემატა, დენის იმპორტი ზაფხულშიც აუცილებელი გახდება“
Galt&Taggart-ის ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი გადაცემაში „საქმიანი დილა“ საუბრობს ელექტროენერგიის მოხმარების სწრაფ ზრდაზე, მის სირთულეებსა და იმ გზებზე, თუ როგორ მოგვარდეს ეს პრობლემა. „კვლევაში, რომელიც გამოვაქვეყნეთ, ნავარუდევია, რომ ელექტროენერგიის მოხმარების 5.7%-იანი სტაბილური ზრდა იქნება, რაც გულისხმობს, რომ 2030 წლისთვის მოხმარება გახდება ორმაგი. ყოველთვის გვაქვს ვარიანტი, რომ გავაკეთოთ იმპორტი, ან ავაშენოთ ახალი სადგური, უბრალოდ გა
-
რამ გამოიწვია ენერგეტიკაში ინვესტიციების შემცირება?
ენერგეტიკაში შემცირებული ინვესტიციების შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ Galt&Taggart-ის ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი საუბრობს. „ზოგადად ენერგეტიკა იყო მეორე უცხოური ინვესტიციებში და 2018 წელს გადავიდა მესამე ადგილზე, ცხადია BP-ის მაგისტრალური გაზსადენის მსხვილი პროექტი მნიშვნელოვნად დააკლდა ქვეყანას, ასევე მოხდა რამოდენიმე შესყიდვა.
-
„ცოტა ხანში ალბათ სათამაშო ბიზნესის პლასტიკური ბარათებით მთელი ფინანსები კაზინოზე იქნება მიბარებული“
ამ ბარათებით ცოტა ხანში ალბათ კომუნალურების გადახდაც იქნება შესაძლებელი - ასე გამოეხმაურა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ანალიტიკოსი ზურა კუკულაძე სათამაშო ბიზნესის მიერ საკუთარი პლასტიკური ბარათების შექმნას, სადაც თანხის ბრუნვა დაფარულია. „სათამაშო ორგანიზაცია ადამიანს ეუბნება, რომ გადმოდი ჩემთან, საერთოდ დაანებე ბანკს თავი, ჩემთან გქონდეს ბრუნვა, არ გექნება თანხის განაღდების პრობლემა და ცოტა ითამაშე.
-
"ხელისუფლება შესაძლოა, ამზადებდეს ნიადაგს, რომ ანაკლიის პროექტზე კონტროლი თავად აიღოს"
გასულ კვირას ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მივიდა და ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის შესახებ დეპუტატების კითხვებს რამდენიმე საათს პასუხობდა.
-
DW: ელექტრომობილების ინდუსტრიის უარყოფითი მხარეები
ყველა თანხმდება იმაზე, რომ საწვავზე მომუშავე ავტომობილებიდან ელექტრომობილებზე გადასვლა უალტერნატივოა და მას კაცობრიობისათვის სიკეთის მოტანა შეუძლია. როგორც DW წერს, საწვავზე მომუშავე ავტომობილების ელექტრომობილებით ჩანაცვლებას ბევრი დადებითი მხარე აქვს: არის ეკონომიური, ნაკლებად აბინძურებს გარემოს და ამცირებს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მოთხოვნას.
-
მარკეტოლოგი და მენეჯერ-ანალიტიკოსი - რომელია მომავლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია
პროფესიის არჩევისას ბევრი ფიქრი გვიწევს - ავირჩიოთ ისეთი პროფესია, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი შესაძლებლობების რეალიზებაში და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფს ჩვენს ცხოვრებას. აშშ-ის შრომითმა ბიურომ გამოაქვეყნა სტატისტიკა, სადაც საუბარია სხვადასხვა პროფესიაზე, რომელიც ექსპერტების აზრით, 2026 წლისთვის ყველაზე პოპულარული და მაღალანაზღაურებადი იქნება.
-
8 ავიაკომპანიიდან, სადაც მგზავრებს ყველაზე გემრიელ კერძებს სთავაზობენ, 3 საქართველოში დაფრინავს
Turkish Airlines-ი, Aegean Airlines-ი და Pegasus Airlines-ი ის ავიაკომპანიებია, რომლებიც საქართველოში დაფრინავენ და რომლებიც South China Morning Post-ის ექსპერტის ნიკ ლუკასის შეფასებით, მგზავრებს ბორტზე ყველაზე გემრიელ კერძებს სთავაზობენ. ამავე რეიტინგში კიდევ 5 ავიაკომპანია მოხვდა. South China Morning Post-ის ექსპერტმა ანტირეიტინგიც შეადგინა, უგემური სადილების ჩამონათვალში ნიკ ლუკასმა მხოლოდ 3 ავიაკომპანია შეიყვანა, საიდანაც ერთი – „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ სა
-
„50 უცხოელი ვიზიტორიდან 3-4 ნადირობის სურვილს გამოთქვამს“ – აქვს თუ არა საქართველოს სამონადირეო ტურიზმის განვითარების პოტენციალი
საქართველოს სამონადირეო ტურიზმის განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის „ოჩოპინტრე“ გამგეობის წევრმა ნუკრი მახარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ტურისტების მხრიდან დაინტერესება იმდენად დიდია, რომ ქვეყანაში ჩამოსული ყოველი 50-დან 3-4 ვიზიტორი ნადირობის სურვილს გამოთქვამს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში შესაბამისი კანონმდებლობა და ინფრასტრუქტურა არ არსებობს, მათ ვერაფერს ვთავაზობთ.