ნაპოვნია 1 029
-
ერთი აშშ დოლარი 2.6413 ლარი ღირს
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 16 თებერვლისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6413 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6420 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0007-ით გამყარდა.
-
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ელმავალმშენებელ ქარხანაში შევიდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სს "ელმავალმშენებელის" ხელმძღვანელი პირების მხრიდან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საზოგადოების კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების შესაძლო გაფლანგვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
-
გიორგი ქობულია - დღეს დავათვალიერე საწარმო, რომლის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ საქართველო კონკურენტუნარიანია სხვა ქვეყნებთან შედარებით
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქუთაისში ტექსტილის საწარმო „MGM TEX" დაათვალიერა. გიორგი ქობულია საწარმოს სახელმწიფო რწმუნებულთან იმერეთის რეგიონში შავლეგო ტაბატაძესთან და ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიასთან ერთად ეწვია. სტუმრები ადგილზე გაეცნენ წარმოების პროცესს, შეხვდნენ საწარმოს ხელმძღვანელობას.
-
მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა
"მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა", – ამის შესახებ მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლები აცხადებენ. როგორც Bm.ge-ს "ნოზაძის მეფრინველეობის ფაბრიკის" დამფუძნებელმა მამუკა ნოზაძემ განუმარტა, ამის არაერთი მიზეზი არსებობს, მათ შორისაა, ლარის კურსის ზრდა, ენერგომატარებლების გაძვირება, დღგ-ს გადასახადი, რომელსაც მეფრინველეობის დარგი იხდის და სხვა.
-
როგორ ემზადებიან მეთხილეები გაზაფხულისთვის?
მეთხილე ფერმერი ჯემალ თორდია პლანტაციების შეწამვლას მარტის ბოლოდან გეგმავს. მას თხილის ბაღები ზუგდიდის რაიონში, 12 ჰექტარ ფართობზე აქვს გაშენებული. როგორც ჯემალ თორდია BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, ფაროსანას და თხილის სხვადასხვა დაავადებებთან საბრძოლველად, კომბინირებულად, 1 ჰექტარი ფართობის წამლობა საშუალოდ, 120 ლარი ჯდება.
-
კომპანია „ფერი“ კახეთში და ონში 365 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჰესების კასკადის მშენებლობას გეგმავს
კომპანია „ფერი“ კახეთში და ონში 365 მილიონი აშშ ღირებულების ჰესების კასკადის მშენებლობას გეგმავს. კერძოდ, კახეთში ჰესების კასკადის მშენებლობა ამ დროისთვის გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში ორი სადგურის სამშენებლო ნებართვა გაცემულია, გარკვეული სამუშაოები უკვე ჩატარდა კიდეც, თუმცა არასამთავრობოების და მოსახლეობის პროტესტის შემდეგ პროცესი დროებით შეჩერებულია.
-
ინფექციური საავადმყოფოს პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა.  
-
სახელმწიფო 50 000-200 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა
მთავრობის მიერ დაანონსებული საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მიღებული საბანკო კრედიტის მაქსიმუმ 70%-ის გარანტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემა იქნება.
-
რატომ ეწინააღმდეგებიან ზემომთიან აჭარაში „მაჭახელა ჰესის“ მშენებლობას
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, დაპირების მიუხედავად, ამ დრომდე არ უპასუხებენ კითხვას, განიხილება თუ არა მემორანდუმის გადახედვის საკითხი, მემორანდუმისა, რომლითაც მაჭახელას ხეობაში ჰესის აშენება იგეგმება. მემორა
-
ფინეთში უმუშევრებისთვის ყოველთვიური ანაზღაურების ექსპერიმენტი მარცხით დასრულდა
ფინეთში გარანტირებული ძირითადი შემოსავლის ორწლიანი ექსპერიმენტი მარცხით დასრულდა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იტყობინება. ექსპერიმენტის ფარგლებში ფინეთის მთავრობამ დაახლოებით ორი წლის წინ 2000 უმუშევარ ადამიანს ყოველთვიური ძირითადი შემოსავალი დაუნიშნა უმუშევრობის სარგებლის ნაცვლად. ექსპერიმენტის მონაწილეები თვეში 560 ევროს იღებდნენ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიუხედავად იმისა, ამ პერიოდში ისინი შეძლებდნენ სამსახურის შოვნას თუ არა.
-
დღეიდან, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შენობა-ნაგებობების შემოწმება იწყება
14 თებერვლიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს მასშტაბით სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში’’ შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა და მნიშვნელოვნად გაიზარდა სანქციები.
-
საქართველო რეიტინგში „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ ორი პოზიციით დაწინაურდა
ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ რეიტინგის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი, წინა წელთან შედარებით, 2 ადგილით გაუმჯობესდა და მე-18 ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა ევროპის 46 ქვეყანას შორის.
-
იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.2%-ით გაიზარდა და 826.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2019 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 826.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.2 პროცენტით მეტია.
-
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2018 წელსაც შემცირდა
გასული წლის იანვარ-დეკემბერში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.4 მლნ ტონით შემცირდა. კერძოდ, 2018 წლის განმავლობაში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 41.1 მილიონი ტონა შეადგინა.
-
მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით ისარგებლებს, სესხის მომსახურების პროცენტთან ერთად ყოველთვიურად, 2%-იანი საკომისიოს გადახდა მოუწევს
მცირე და საშუალო ბიზნესს, რომელიც საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით ისარგებლებს, ყოველთვიურად სესხის მომსახურების პროცენტთან ერთად 2%-იანი საკომისიოს გადახდა მოუწევს. „სქემის მომსახურების საფასური/საკომისიო შეადგენს სესხის ნაშთის გარანტირებული ნაწილის წლიურ 2%-ს, რომლის გადახდა ყოველთვიურად ხდება მსესხებლის მიერ, ბანკის მიერ შეთავაზებულ საპროცენტო განაკვეთზე დამატებით"
-
„ახალი რეგულაცია ყველა ხვრელს ამოქოლავს“ - როგორ ხდებოდა თბილისში K2 კოეფიციენტის მიღება
გენგეგმის ავტორის მამუკა სალუქვაძის განცხადებით, 6 მილიონ კვ.მ ფართობზე უკვე გაცემულია მშენებლობის ნებართვა და შესაბამისად, მათზე კოეფიციენტის შეზღუდვასთან დაკავშირებული რეგულაცია არ გავრცელდება. მამუკა სალუქვაძის განმარტებით, მისთვის უცნობია აღნიშნული ნებართვებიდან რამდენს აქვს K2 კოეფიციენტი ნაყიდი.
-
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, Berlinale, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი იქნება წარმოდგენილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 7-დან 17 თებერვლის ჩათვლით, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „Berlinale“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი იქნება წარმოდგენილი.
-
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ქ. მადრიდში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენის მიზნით
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს და ესპანეთის ბიზნესორგანიზაციების კონფედერაციის (CEOE) ორგანიზებით, ქ. მადრიდში გაიმართა საინვესტიციო მისია. მისიის ფარგლებში, რომელშიც საპარტნიორო ფონდიც იღებდა მონაწილეობას, მრგვალი მაგიდის ფორმატში, ქართულმა მხარემ დაინტერესებულ კომპანიებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა.
-
კომპანია „Iberostar Group” საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ ორგანიზებული საინვესტიციო მისიის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა და დირექტორმა შეხვედრა გამართეს ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწე ისეთ ცნობილ კომპანიასთან, როგორიც არის “Iberostar Group”.
-
ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან
დღეს, სასტუმროში „რუმს თბილისი“, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) თანაორგანიზებით პროექტის- „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის გასაძლიერებლად“ პრეზენტაცია გაიმართა.
-
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბ-ნი გიორგი ქობულიას ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში, ქ. ტოკიოში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ბიზნეს ფორუმი და ორმხრივი შეხვედრები ქართულ და იაპონურ კომპანიებს შორის
2019 წლის 15 მარტს დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბ-ნი გიორგი ქობულიას ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში, ქ. ტოკიოში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ბიზნეს ფორუმი და ორმხრივი შეხვედრები ქართულ და კომპანიებს შორის;