ნაპოვნია 1 029
-
აშშ-ს შავ სიაში ყოფნის გამო Huawei ახალ ლეპტოპს ვერ წარადგენს
Huawei-მ ახალი პროდუქტის წარდგენის შესახებ დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა. ამის შესახებ BBC კომპანიის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. ჩინური კომპანია მიმდინარე კვირას ახალი ლეპტოპის წარდგენას გეგმავდა, თუმცა განმარტა, რომ ეს შეუძლებელია. მისივე თქმით, პროდუქტს განადგურება ემუქრება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხნის განმავლობაში იქნება ჩინური ტექნოლოგიების გიგანტი შავ სიაში.
-
თიბისი 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევრო ობლიგაციებს უშვებს
თიბისი აშშ დოლარში დენომინირებულ, 300 მილიონის ღირებულების 5 წლიან, არაუზრუნველყოფილ ობლიგაციებს გამოუშვებს. აღნიშნულ ობლიგაციებზე ინვესტორების მხრიდან ძალიან მაღალი, 700 აშშ მილიონ დოლარზე მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა. თიბისი 5.75% წლიურ საპროცენტო განაკვეთს გადაიხდის, რაც ისტორიულად, საქართველოდან გამოშვებულ ევრო ობლიგაციებზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
-
საპენსიო სააგენტო მთავარი რისკის ოფიცერს ეძებს
საპენსიო სააგენტო მთავარი რისკის ოფიცერს ეძებს. უწყებამ შესაბამისი ვაკანსია უკვე გამოაქვეყნა. განაცხადების მიღება 8 ივლისამდე იწარმოებს. როგორც ვაკანსიაშია აღნიშნული, მთავარი რისკის ოფიცერს უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება (მინიმუმ მაგისტრის დონეზე) ფინანსების ან/და თეორიული ფიზიკის ან/და მათემატიკის სპეციალიზაციით;
-
ტრენინგების ციკლი WaSH საკითხების შესახებ
2019 წლის 10 ივნისიდან, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში, რომელსაც CENN ახორციელებს, სამიზნე მუნიციპალიტეტების (ახმეტა, საგარეჯო, ლაგოდეხი, დმანისი, მარნეული, თეთრიწყარო და წალკა) WaSH საბჭოების წევრებისათვის, საჯარო სკოლების, განათლების ცენტრებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისათვის WaSH-თან (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) დაკავშირებული ტრენინგების ციკლი დაიწყო.
-
შოდი – იაპონური კალიგრაფია
9 ივლისს, რუსთავში ჩატარდება შოდოს დემონსტრაცია, რომელსაც წარადგენს მსოფლიოში ცნობილი კალიგრაფისტი კოშუ (აკემი ლუკასი). დასწრება თავისუფალია. იაპონიის საელჩო მადლობას უხდის ქ.რუსთავის მერიას ამ ღონისძიების მხარდაჭერისთვის.
-
ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმი
გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით — 15-16 ივნისს, ბათუმში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ორდღიან ეკონომიკურ ფორუმს გამართავენ. ღონისძიების მიზანი ბიზნესკომპანიებში ქალთა გაძლიერება და წარმატებული ქალი მეწარმეების ისტორიების წარმოჩენაა. ფორუმის სტუმრები გაეცნობიან ინფორმაციას ქალებისთვის ხელმისაწვდომი ტრენინგების, გრანტებისა და განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ. ამას გარდა, მათ საშუალება ექნებათ, და
-
ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ბრძანებით, ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა. შესაბამისი ცვლილებები ფინანსთა მინისტრის 31 მაისის N162-ე ბრძანებით, ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა.
-
„თი-ბი-სი ჯგუფი“ ლონდონში ინვესტორების დღეს უმასპინძლებს
6 ივნისს „თი-ბი-სი ჯგუფი“ ლონდონში ინვესტორების დღეს გამართვს. ღონისძიება საფონდო ბირჟის ოფისში გაიმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის 120-მდე ინვესტორი, ანალიტიკოსი და ფინანსური სექტორის წარმომადგენელი დაესწრება. ღონისძიებაზე „თი-ბი-სი“ ბანკის ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლები „თი-ბი-სი ჯგუფის“ ფინანსური და ტექნოლოგიური მიღწევების, მიზნებისა და სამომავლო განვითარების გეგმების შესახებ ინვესტორებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. საუბარი შეეხება
-
RDFG-მ მონაწილეობა მიიღო ჟენევაში გამართულ კატასტროფის რისკის შემცირების გლობალურ პლატფორმაში
2019 წლის 16 მაისს, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) კატასტროფის რისკის შემცირების (DRR) ცენტრის თავჯდომარე, ვანო გრიგოლაშვილი კატასტროფის რისკის შემცირების ინიციატივის პარტნიორობამ (CADRI) მიიწვია ჟენევაში გამართულ კატასტროფის რისკის შემცირების გლობალურ პლატფორმაში მონაწილეობის მისაღებად, სადაც მან საქართველოს მაგალითზე ისაუბრა სამთავრობო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთანამშრომლობის როლზე კატასტროფის რისკის შემცირების დღის წესრიგის პრიორიტეტე
-
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) მის წევრ კომპანია KulturenDialog-თან ერთად გიწვევთ ერთდღიან ტრენინგზე
გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) მის წევრ კომპანია KulturenDialog-თან ერთად გიწვევთ პრაქტიკულ ტრენინგზე: „კულტურათაშორისი კომპეტენცია და წარმატებული თანამშრომლობა გერმანელ ბიზნეს პარტნიორებთან/კლიენტებთან“.
-
განაცხადების მიღება – შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი 2019
შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა განაცხადებების მიღება დაიწყო. ყოველწლიური პროგრამის ორგანიზატორები არიან საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი და ევროპის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი (ნიცის უნივერსიტეტი). შავი ზღვის საზაფხულო უნივერსიტეტი სთავაზობს მაღალი დონის სასწავლო კურსს პოლიტიკის მეცნიერებების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა მონათესავე სფეროების სტუდენტებს. კურსი განსაზღვრულია ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის.
-
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტიქიით დაზარალებული ფერმერებისთვის USAID 1 მლნ დოლარს გამოყოფს
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას მყისიერი თანადგომისთვის. ჩვენ მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს. შიდა ქართლში ძლიერი სეტყვის შედეგად საგანგებო ვითარება შეიქმნა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილს მოსავალი სრულად გაუნადგურდა. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლობის მხარდაჭერა ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია.
-
კახა კალაძე: მრგვალ ბაღში კომპანია მუშაობას ვეღარ გააგრძელებს
თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამის სტრუქტურებს მრგვალ ბაღში წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულება დაავალა. სხვა პროექტებთან ერთად, მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, კომპანიამ სამუშაოები ვერ დაასრულა. შესაბამისად, ის მრგვალი ბაღის რეაბილიტაციას ვეღარ გააგრძელებს.
-
რიანა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი მომღერალია
რიანა ახლა მსოფლიოს უმდიდრესი ქალი მუსიკოსია, თუმცა, ამის მიზეზი მუსიკალური ინდუსტრიიდან მიღებული ქონება კი არა, მისი პოპულარული ბრენდი Fenty-ია. 31 წლის ბარბადოსელმა პოპვარსკვლავმა Fenty Beauty-ის ხაზი 2017 წელს გამოუშვა და ფორბსის ინფორმაციით, ახლა მისი ქონება $600 მილიონს უდრის.
-
ვითიბი ბანკმა გამარჯვებულები დააჯილდოვა
26 მაისს დასრულდა ვითიბი ბანკის გათამაშება, რომელიშიც ჩართვა ნებისმიერი ქართული ბანკის MasterCard-ისა და Visa ბარათის მფლობელს შეეძლო. ამისთვის საჭირო იყო, რაც შეიძლება მეტი გადარიცხვის განხორციელება ვებგვერდიდან. გამარჯვებულები ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდა.
-
კადეტთა კორპუსის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა
მერიამ თაბუკაშვილის 46-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ე.წ. კადეტთა კორპუსის პროექტირებაზე კონკურსი გამოაცხადა- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. შენობა დაახლოებით 150 წლისაა. ის თავდაპირველად დაწყებით სამხედრო სკოლას, ხოლო შემდგომ კადეტთა კორპუსს ეკუთვნოდა.
-
პირველი ივლისიდან მეტროს მუშაობის გრაფიკი ერთი წლით შეიცვლება
1-ელი ივლისიდან მეტროს მუშაობის გრაფიკი შეიცვლება. კერძოდ, შემცირდება ერთი საათით და ერთი წლის განმავლობაში მეტრო იმუშავებს დილის 06:00-დან 23:00 საათამდე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. „ამისთვის გამოყოფილია 15 მილიონი დოლარი.
-
5 თვეში საქართველოს პორტების საკონტეინერო ტვირთბრუნვა 35%-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის 5 თვეში, საქართველოს პორტების საკონტეინერო ტვირთბრუნვა 35%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ განაცხადეს. კონსორციუმში ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ მიწოდებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ საქართველოს პორტების საკონტეინერო ტვირთბრუნვა პროგნოზირებულზე სწრაფად იზრდება.
-
IPM - 2019 წელს ქვეყნის, როგორც ძირითადი, ისე რეგიონული ბიუჯეტების შევსების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ სათამაშო ბიზნესი სახელდება
2019 წელს ქვეყნის, როგორც ძირითადი, ისე რეგიონული ბიუჯეტების შევსების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ სათამაშო ბიზნესი სახელდება - ამის შესახებ აღნიშნულია კომპანია „აიფიემ კვლევაში“. "კომპანიამ „აიფიემ კვლევები“ გასული წლის ივნისში საზოგადოებას შესთავაზა სტატიასათამაშო ბიზნესის მედია გაშუქების თაობაზე საქართველოში. საკითხი აქტუალობას არც მიმდინარე წელს კარგავს.
-
საქართველოში ოპერირება ახალმა ავიაკომპანია SKY UP AIRLINES-მა დაიწყო
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია SKY UP AIRLINES დაიწყო. პირდაპირი რეგულარული რეისები ხარკოვიდან და ოდესიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით უკვე შესრულდა. რეისები კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს ბოინგ 737-800 ხორციელდება.
-
საფრანგეთში Nutella-ს თანამშრომლები გაიფიცნენ
საფრანგეთში Nutella-ს თანამშრომლები გაიფიცნენ. ამის გამო, Nutella-ს მთავარი ფაბრიკა საფრანგეთში დროებით არ მუშაობს. ამის შესახებ CNN წერს. გაფიცულები ხელფასისა და ბონუსის გაზრდას ითხოვენ. ლაპარაკია 160 თანამშრომელზე, რომელთაც ამჟამად €900 აქვთ ხელფასი.
-
საგრანტო პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა ტექნოპარკში
2019 წლის 10 ივნისს, 19:00-საათზე ტექნოპარკში ინოვაციების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების 100 000 ლარამდე საგრანტო პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. თუ გაქვს იდეა და სტარტაპის შექმნა გსურს, არ გაუშვა ეს შანსი ხელიდან. ყველა დაინტერესებული პირი, როგორი უცნაური, ან რთული კითხვაც არ უნდა ჰქონდეს, ამომწურავ და სრულ ინფორმაციას მიიღებს საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით.
-
2019 წლის საზაფხულო სკოლა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იწვევს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საზაფხულო სკოლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. 2019 წლის საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა
-
დღეიდან Bus Lane-სა და ველობილიკზე საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი პირი დაჯარიმდება
დღეიდან მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმები დაწესდა. კერძოდ, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, Bus Lane-ზე და ველობილიკზე საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევი პირი 50-100 ლარით დაჯარიმდება. უფრო კონკრეტულად, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში (BUS LANE) მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ო