|
595 |
---|
შექმენი მონაცემთა ამბავი და მოიგე ფულადი პრიზები. Საპრიზო ფონდი 3000 ლარია
ფორსეტი Askgov.ge-ის მონაცემთა ამბის თხრობის კონკურსში გიწვევთ. კონკურსის ჯამური საპრიზო ფონდი 3000 ლარია. კონკურსისთვის მოსამზადებელ პერიოდში, ფორსეტი სწავლებისა და კონსულტაციების შესაძლებლობებს გთავაზობთ. Მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ სასწავლო რესურსებს მონაცემთა დამუშავების, ანალიზის, დიზაინის პრინციპების, ვიზუალიზაციის კონცეფციის, აუდიტორიისა და ამბის თხრობის შესახებ. ამასთან ერთად, საშუალება გექნებათ კითხები გაუზიაროთ მონაცემთა ამბის თხრობის ექსპერტებს და მიიღოთ კონსულტაციები ნაშრომის გაუმჯობესებისთვის. კონკურსის შეფასების კრიტერიუმები და მენტორობის სესიები გამარჯვების შანსს აძლევს სხვადასხვა პროფესიის და უნარ-ჩვევების მქონე მონაწილეებს. ❑ ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება? ❑ რა არის მონაცემთა ამბავი? ❑ Როგორ მივიღო მონაწილეობა? კონკურსის პრინციპი მარტივია — შენი დავალებაა, AskGov.ge-ის მონაცემებზე დაყრდნობით, შექმნა სასურველი მონაცემთა ამბავი. Საკონკურსო ვადაში, შეგიძლია გამოითხოვო სასურველი ინფორმაცია AskGov.ge-ს მეშვეობით, ან გამოიყენო პორტალზე უკვე არსებული მონაცემები. მონაცემთა ვიზუალიზაციის შექმნისას, შეზღუდული არ ხარ სასურველი ხელსაწყოს გამოყენებაში. ❑ როგორია შეფასების კრიტერიუმები?
❑ კონკურსის ვადები 15 მაისი, 13:00 — ინფო სესია — ამ ონლაინ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აგიხსნით კონკურსის წესებს, გაგიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს და თქვენს კითხვებს ვუპასუხებთ. 19 მაისი — რეგისტრაციის დასასრული. რეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ სასწავლო რესურსებს, რომელთა გაცნობა რეკომენდირებულია ნაშრომებზე მუშაობისას. 29 მაისი –22 ივნისი — მენტორობის სესიები — ამ პერიოდის განმავლობაში საშუალება გექნებათ, თქვენი პროგრესი და კითხები გაუზიაროთ მონაცემთა ვიზუალიზაციის ექსპერტებს და მიიღოთ რჩევები მონაცემთა ანალიზის, ამბის თხრობისა და დიზაინის მიმართულებით. 23 ივნისი — პრეზენტაციები და გამარჯვებულების გამოვლენა — დღის პირველ ნახევარში თქვენს მასალებს გამოგვიგზავნით, საღამოს კი, საშუალება გექნებათ, საკუთარი ნამუშევარი თავად წარუდგინოთ ჟიურის წევრებს და უპასუხოთ მათ კითხვებს. გამარჯვებულები მომდევნო დღეს გამოვლინდებიან. ❑ Როგორ დავრეგისტრირდე? Შეავსე ეს ფორმა 19 მაისამდე გაეცანი კონკურსში მონაწილეობის პრაქტიკულ სახელმძღვანელოს: https://news.askgov.ge/2023/03/10/პრაქტიკული-სახელმძღვანე/ 15 მაისს, 13:00-ზე, შემოგვიერთდი ინფო სესიაზე: https://us06web.zoom.us/j/83206440926?pwd=V0l6a2g5ZC9TREFuaSsvclZETkgzdz09 კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდი
წყარო: https://news.askgov.ge/ |
11-05-2023
წყარო: ფორსეტი
03-05-2019 ბიზნესის გაძლიერება საქართველოს რეგიონებში |
---|
06-09-2019 აგვისტოში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი შემცირდა |
02-04-2019 დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვების სურვილი 1000-მდე ადამიანმა გამოთქვა |
12-03-2019 „კორეაში მაღალ დონეზე გამართული შეხვედრები მეტ ბიძგს მისცემს ჩვენს მწარმოებლებს, რომ თავიანთი საექსპორტო პოტენციალის რეალიზაცია მოახდინონ" |