BBC და Discovery ერთობლივ სატელევიზიო სერვისს ქმნიან

BBC-იმ Discovery-სთან 10-წლიანი პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა. 180 მილიონ ფუნტიანი გარიგების მთავარი მიზანი სატელევიზო პროდუქციის გამოწერის ერთობლივი სერვისის შექმნაა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

ახალი პლატფორმა Netflix-ის მსგავსად მომხმარებელს საშუალებას მისცემს კატეგორიების მიხედვით შეარჩიოს სასურველი შოუ.

შეთავაზება BBC-ის ექსკლუზიურ პროგრამებს, ბუნების ისტორიის, ცხოველების, თავგადასავლებისა და სამეცნიერო ჟანრის თემატიკასაც მოიცავს. ამასთან Discovery-მ საკუთარ ბიბლიოთეკაში BBC-ის დოკუმენტური ფილმების ნაწილის განთავსების უფლება მოიპოვა.

10-წლიანი პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი სერვისი დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჩინეთის ბაზრებს დაფარავს.