|
| 1720 |
|---|
აშშ ფოთის ტერმინალის მშენებლობას $50 მილიონით დააფინანსებს
| ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ფოთის ტერმინალის მშენებლობას დააფინანსებს. კერძო საინვესტიციო კორპორაცია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, ღრმაწყლოვანი პორტის - „პეის ტერმინალის“ მშენებლობაზე 50 მილიონ დოლარს გამოყოფს. სესხის ხელშეკრულება ოფიციალურად ვაშინგტონში, ოპიკის (OPIC) სათავო ოფისში გაფორმდა. მას ხელი მოაწერეს „პეის ჯორჯიასა“ და ოპიკის ხელმძღვანელებმა. ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი შეერთებულ შტატებში, დავით ბაქრაძე. ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის ნავმისადგომების სიგრძე 650 მეტრი იქნება, ხოლო საერთო ტვირთგამტარიანობა 100 ათას კონტეინერს მიაღწევს. ოპიკში აცხადებენ, რომ ფოთის ტერმინალის შესაძლებლობები საქართველოს რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ოპიკს საქართველოში 600 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების 60-მდე პროექტი აქვს დაფინანსებული, თუმცა ფოთის ტერმინალის დაფინანსების მოცულობა უპრეცედენტოა. |

16-05-2019
წყარო: imedinews.ge
|
09-02-2023 ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამა |
|---|
|
02-05-2019 ეროვნულმა ბანკმა თბილისში 25 სავალუტო ჯიხურს რეგისტრაცია გაუუქმა |
|
13-05-2019 ევროკავშირი საქართველოში ციფრული ეკონომიკის მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს |
|
02-12-2019 პროექტს - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2 დღეში 11000-ზე მეტი მომხმარებელი გაეცნო |