კონკურსი მცირე მასშტაბის პროექტების განსახორციელებლად
ნავიგატორი
709


ჰაინრიჰ კონკურსი მცირე მასშტაბის პროექტების განსახორციელებლად

უნიკალური ნომერი: 001036

კონკურსის შესახებ:

"ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი" მწვანე პოლიტიკური მოძრაობის ნაწილია. მწვანეები, როგორც ძალა და მოძრაობა, ჩამოყალიბდნენ ისეთ ტრადიციულ პოლიტიკურ მიმდინარეობებთან დისკუსიაში, როგორიცაა სოციალიზმი, ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი.

"ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის" სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო 2003 წელს, თბილისში დაფუძნდა. ფონდი ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დემოკრატიზაციის პროცესს.
ფონდი აქტიურად მუშაობს გენდერული თანასწორობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, სოციალური და გარემოსდაცვითი მიმართულებით. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ქმნის და აძლიერებს ინკლუზიურ პოლიტიკურ კულტურას, რაც უზრუნველყოფს საჯარო მონაწილეობას დემოკრატიული განვითარების, სოციო-ეკოლოგიური ტრანსფორმაციისა და გენდერული დემოკრატიის საკითხებზე სამუშაოდ.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი აცხადებს განაცხადების მიღებას 2022 წელს საქართველოში მცირე მასშტაბის პროექტების განსახორციელებლად. ფონდი მხარს დაუჭერს ინიციატივებს შემდეგი პროგრამული მიმართულებებით:

** დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო საზოგადოება;
** გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ურბანულ პოლიტიკებში მონაწილეობა და მათზე ზეგავლენა;
** გენდერული დემოკრატია.

დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის და სამოქალაქო საზოგადოების პროგრამული მიმართულების ფარგლებში, ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს განაცხადებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუშაობას და მხარს უჭერს სამოქალაქო აქტივობებს და/ან პოლიტიკურ განათლებას შემდეგი მიმართულებებით:

** ინოვაციური ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობს ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას და უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხებზე სამსჯელოდ;
** დისკუსიების მხარდაჭერა საქართველოში პოლიტიკის და საზოგადოების პოლარიზაციის მიზეზებისა და შედეგების განსახილველად;
** ინიციატივები, რომლებიც მხარს უჭერს მარგინალიზებული/სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესების პოლიტიკის დღის წესრიგში დაყენებას და მიზნად ისახავს ამ ჯგუფების გაძლიერებას;
** საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობის ჩართულობით ადგილობრივი პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხების შესახებ დისკუსიების მხარდაჭერა ახალი საშუალებების/პლატფორმების (მათ შორის, სახელოვნებო ფორმები, როგორებიცაა გამოფენები, ფილმები და სხვა) გამოყენებით;
** კვლევა, თარგმანები, სამუშაო შეხვედრები და სხვა აქტივობები, რომლებიც უკავშირდება მწვანე პოლიტიკური განათლების ხელშეწყობას.

გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ურბანულ პოლიტიკებში მონაწილეობისა და მათზე ზეგავლენის მიმართულების ფარგლებში ფონდი უპირატესობას მიანიჭებს წინადადებებს, რომლებიც წარმოაჩენს და წაახალისებს სამოქალაქო აქტივობებს და/ან პოლიტიკურ განათლებას შემდეგი მიმართულებებით:

** კამპანიები და საქმიანობები (როგორიცაა დისკუსიები, კვლევა, პუბლიკაცია, მრგვალი მაგიდა და ა.შ.), რომლებიც ხელს უწყობს ან ადვოკატირებს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაცვას;
** საზოგადოების მონაწილეობა პროცესებში, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს გარემოზე;
** პარიზის შეთანხმებით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით (გარემოსდაცვითი და ენერგეტიკის მიმართულებით) და ევროპის მწვანე შეთანხმებით გათვალისწინებულ პროცესებში/ღონისძიებებში მონაწილეობა ან მათი შესრულების მონიტორინგი;
** აქტივობები, რომლებიც ენერგეტიკის წყაროების დივერსიფიცირებას და სექტორის გამჭვირვალობას უწყობს ხელს;
** ურბანულ პოლიტიკაში მწვანე მიდგომების და მონაწილეობითი პრაქტიკების წახალისება;
** ურბანული განვითარების ჰუმანიტარული, სოციალური, გენდერული და ეკონომიკური ასპექტები;
** აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს დისკუსიებს ან ქმნის ცოდნას გენდერულ თანასწორობას, გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას შორის არსებულ კავშირებზე.

გენდერული დემოკრატიის პროგრამული მიმართულების ფარგლებში, ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს განაცხადებს, რომლებიც მხარს უჭერს სამოქალაქო აქტივობებს და/ან პოლიტიკურ განათლებას შემდეგი მიმართულებებით:

** საქართველოს რეგიონებიდან ფემინისტური ინიციატივების, საგანმანათლებლო შეხვედრებისა და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა, რომელთა მიზანია გენდერული ** თანასწორობის სოციალურ და პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზეგავლენა;
** კვლევების, ინიციატივების, ღონისძიებების, პუბლიკაციების მხარდაჭერა, რომელთა მიზანია ფემინისტური და ქვიარ დღის წესრიგის გამრავალფეროვნება და გაფართოება;
** იმ აქტივობების მხარდაჭერა, რომელთა მიზანია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გენდერულ ასპექტებზე საუბარი, ზრუნვის პოლიტიკასა და ეკონომიკაზე ფოკუსით.

ფონდის მხარდაჭერისთვის მიმართვის პროცედურები და წესები:

საპროექტო განაცხადი (ფონდის სააპლიკაციო ფორმის მიხედვით - ჩამოტვირთეთ მოცემული ბმულიდან) არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს და ფონდს უნდა მიეწოდოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. იგი უნდა მოიცავდეს და ასახავდეს განმცხადებლის (ორგანიზაცია, საინიციატივო ჯგუფი) გამოცდილებას, მიზნებს (არა უმეტეს 1 გვერდისა), გადასაჭრელ პრობლემას და პროექტის განხორციელების გზებს (დეტალური ბიუჯეტის ჩათვლით - ჩამოტვირთეთ მოცემული ბმულიდან). საპროექტო განაცხადის თავფურცელზე აუცილებლად უნდა მიეთითოს ერთ-ერთი საკონკურსო თემატური მიმართულება, პროექტის/ინიციატივის სათაური, პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი, განმცხადებლის სრული რეკვიზიტები:

** ორგანიზაციის შემთხვევაში - ოფიციალური სახელი, სამართლებრივი სტატუსი, რეგისტრაციის ნომერი და დაფუძნების თარიღი;
** საინიციატივო ჯგუფის შემთხვევაში - თავფურცელზე აღინიშნება "საინიციატივო ჯგუფი" და მისი დასახელება, ხოლო საპროექტო განაცხადს თან დაერთვება ჯგუფის მისიის განაცხადი და ჯგუფის წევრების რეზიუმეები.

პროექტის ბიუჯეტი ლარში უნდა იყოს დათვლილი და წარმოდგენილი - მაქსიმალური თანხა 20 000 ლარი.

საპროექტო განაცხადი უნდა გამოიგზავნოს მისამართზე [email protected] 2021 წლის 10 დეკემბრამდე (პარასკევი, 18:00 საათამდე) Project Proposal 2022-ის მითითებით. განაცხადის, თემატური მიმართულებების ან ბიუჯეტის შესახებ კითხვების შემთხვევაში, განმცხადებელმა ორგანიზაციამ ფონდთან დასაკავშირებლად იგივე ელფოსტა უნდა გამოიყენოს.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს 2022 წლის განმავლობაში. თუკი პროექტი სხვა ორგანიზაციასთან/დონორთან თანამშრომლობით ხორციელდება, მითითებული უნდა იყოს პარტნიორობის მიზეზი და აუცილებლობა, ამ პარტნიორთან თანამშრომლობის მანამდე არსებული გამოცდილება, როლების და პროექტის ბიუჯეტის შესაბამისი განაწილება.
ფონდი 2022 წლის 31 იანვრამდე დაუკავშირდება მხოლოდ მოკლე სიაში მოხვედრილ ორგანიზაციებს/საინიციატივო ჯგუფებს.

ფონდი პრიორიტეტს ანიჭებს თანამშრომლობას ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებთან, რომლებიც იზიარებენ მწვანე პოლიტიკურ ღირებულებებს.
განმცხადებლები არ უნდა იყვნენ დაკავებული რაიმე სახის კომერციული საქმიანობით.

ფონდი არ უჭერს მხარს და არ უწევს ფინანსურ კონტრიბუციას:

** მსხვილ შენაძენებს (საკუთრება, ინფრასტრუქტურა, ტექნიკა);
** სახელმწიფო პროგრამებს, დაწესებულებებსა და პოლიტიკურ პარტიებს.


წყარო: http://jobs.ge

დამატებულია: 15-11-2021

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 10-12-2021 ვადა იწურება

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 6 დღე;






25-01-2019

სტარტაპ სესხი – თიბისი ბანკი

28-11-2021

საგრანტო კონკურსი - ქალთა შრომითი უფლებები

02-12-2021

საგრანტო განაცხადი

25-01-2019

EU4Business საგარანტიო პროგრამა

25-01-2019

EU4Business საგარანტიო პროგრამა

25-01-2019

სტარტაპ სესხი – თიბისი ბანკი

28-11-2021

საგრანტო კონკურსი - ქალთა შრომითი უფლებები

02-12-2021

საგრანტო განაცხადი


სიახლეების გამოწერა





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ