საგრანტო კონკურსი "უცხოენოვანი სამეცნიერო, სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნა/ბეჭდვა"
წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
- განაცხადის ბოლო ვადა
- 20.04.2023
- საიტზე დამატებულია
- 01.03.2023
კონკურსის შესახებ:
საგრანტო კონკურსის მიზანია სტუდენტებისთვის, მკვლევრებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაზარდოს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურაზე/ სახელმძღვანელოებზე ხელმისაწვდომობა
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის და საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს
სამინისტროდან მოთხოვნილი გრანტის ოდენობა ერთი წლის მანძილზე არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს. აპლიკანტმა შეიძლება მოითხოვოს დაფინანსება ორი წლის მანძილზე. ამ შემთხვევაში სამინისტროდან მოთხოვნილი გრანტის ოდენობა ორი წლის მანძილზე არ უნდა აღემატებოდეს 20 000 ლარს.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეიძლება დაფინანსდეს:
ა) ორგანიზატორთა ჰონორარი (რაც არ უნდა აღემატებოდეს ამავე მუხლის პირველ პუნქტში მოცემული საგრანტო თანხის 15%);
ბ) საავტორო უფლების მოპოვების ხარჯი;
გ) თარგმნის ხარჯი (1 გვერდი არაუმეტეს 30 ლარი);
დ) რედაქტირების ხარჯი (1 გვერდი არაუმეტეს 15 ლარი);
ე) კორექტირების ხარჯი (1 გვერდი არაუმეტეს 10 ლარი);
ვ) დაკაბადონება/დიზაინი/ბეჭდვის ხარჯი;
ზ) სხვა ხარჯი.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის გრანტის მაძიებელმა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://bit.ly/3YVP7BM
ა) საგრანტო განაცხადი;
ბ) მთარგმნელ(ებ)ის ბიოგრაფია (CV);
გ) რედაქტორ(ებ)ის ბიოგრაფია (CV);
დ)საავტორო უფლების მფლობელთან კომუნიკაციის ან/და ხელშეკრულების/მემორანდუმის ასლი;
ე) ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) თანადამფინანსებლის თანხმობის წერილი თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში თანხისა და კატეგორიის მითითებით;
ზ) საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტიდან გაცემული რეკომენდაცია;
თ) ბიუჯეტი (ელექტრონული აპლიკაციის ნაწილია);
ი) პროექტის განხორციელების კალენდარი.
იხილეთ:
პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს 2023 წლის 1 მარტიდან (09:00 სთ.) – 20 აპრილის (18:00 სთ.) ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილისქუჩა №4.
ტელ: 577 27 02 35 - ნინო ნაკაშიძე
ელ-ფოსტა: umaglesiganatleba2017@gmail.com
Facebook: განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
წყარო: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალი