|
943 |
---|
![]() |
საგრანტო კონკურსი - მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა |
უნიკალური ნომერი: 001453
საერთაშორისო ორგანიზაცია "HEKS-EPER GEORGIA", ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის" ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
საგრანტო კონკურსის მიზანია ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა.
გამარჯვებულებს საშუალება მიეცეთ ისარგებლონ DCFTA-სთან (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე) დაკავშირებული ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიღებითა და ექსპერტული კონსულტაციით. სურვილის შემთხვევაში გაიარონ კონსულტაცია ევროპის ბაზრისთვის საექსპორტო მიმართულების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
გრანტები გათვლილია სამიზნე მუნიციპალიტეტების მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთით:
** ბიზნესში ქალების ჩართულობა და მათი გაძლიერება (პროექტი დაინტერესებულია ქალი მეწარმეების შესაძლებლობების განვითარებით და ასევე ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობით);
** ინტეგრირებული ბიზნეს გარემოს შექმნა/გაუმჯობესება (იგულისხმება ბიზნეს საქმიანობაში ჩართული პირების ეთნიკური მრავალფეროვნება, გაუმჯობესებული ეკონომიკური კავშირები ეთნიკურ ჯგუფებს შორის);
** ბიზნესის მიერ წარმოებული პროდუქციის/მომსახურების ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა/ევროკავშირის ბაზარზე წვდომა
** ბიზნეს იდეის განაცხადში უნდა განიმარტოს, თუ როგორ შეუწყობს ხელს ბიზნეს საქმიანობა ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც.
კონკურსის ფარგლებში ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის 6 მუნიციპალიტეტში (მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ახალციხე, ახალქალაქი და ნინოწმინდა) მხარდაჭერილი იქნება 50 ბიზნეს საქმიანობა.
დაფინანსების განაწილება მოხდება შემდეგნაირად:
** 15 გრანტი - 2 000 ევრომდე
** 16 გრანტი - 2 000 ევროდან - 5 000 ევრომდე
** 16 გრანტი - 5 000 ევროდან - 10 000 ევრომდე
** 3 გრანტი - 10 000 ევროდან - 60 000 ევრომდე (აღნიშნულ დაფინანსების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელმა აუცილებლად უნდა უზრუნველყოს ბიზნესის მიერ წარმოებული პროდუქციის/მომსახურების ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანას).
კონკურსში გამარჯვებული თავად უზრუნველყოფს ფინანსების გახარჯვას წარმოდგენილი გეგმის მიხედვით. აღნიშნული თანხის ჩარიცხვა მოხდება კონკურსანტის ანგარიშზე, ეროვნულ ვალუტაში, გაცემის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად.
კონკურსანტმა, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში დეტალურად უნდა წარმოადგინოს გახარჯული თანხის დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაცია, როგორც გრანტზე ასევე საკუთარ თანხობრივ თანამონაწილეობაზე.
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოცემულ პროექტის პირობებსა და მოთხოვნებს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმე სუბიექტებს, რომელთაც სურთ: ა) ქალების ბიზნესში ჩართულობა და ეკონომიკური გაძლიერება; ან ბ) ინტეგრირებული ბიზნეს გარემოს შექმნა/გაუმჯობესება ეთნიკური მრავალფეროვნების მხრივ; ან გ) ბიზნესის მიერ წარმოებული პროდუქციის/მომსახურების ევროკავშირის ბაზარზე გატანა და/ან შესაბამისობაში მოყვანა.
კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
** იყოს რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტად (იურიდიული ან ფიზიკური პირი)
** ბიზნეს საქმიანობას ახორციელებდეს პროექტის სამიზნე არეალში (მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, ახალციხის, ახალქალაქის ან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში);
** უნდა გააჩნდეს აღნიშნული ბიზნესის ოპერირების მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** ქმნიდეს სასოფლო სამეურნეო ან არასასოფლო პროდუქტს/მომსახურებას;
შეეძლოს საკუთარ ბიზნესში თანხობრივი მონაწილეობა, შემდეგი განაწილებით:
** 2 000 ევრომდე მოთხოვნილ გრანტებზე, მოთხოვნილი თანხის მინიმუმ 20%-იანი თანხობრივი თანამონაწილეობა;
** 2 000 ევროდან 5 000 ევრომდე და 5 000 ევროდან 10 000 ევრომდე მოთხოვნილ გრანტებზე, მოთხოვნილი თანხის მინიმუმ 30%-იანი თანხობრივი თანამონაწილეობა;
** 10 000 ევროდან 60 000 ევრომდე მოთხოვნილ გრანტებზე, მოთხოვნილი თანხის მინიმუმ 50%-იანი თანხობრივი თანამონაწილეობა.
ბიზნეს იდეის კონკურსის გადალახვის შემდეგ, შერჩეული კონკურსანტი სრულად უნდა დაესწროს ორ დღიან ტრენინგს, რომელიც გაიმართება მათთვის შესაბამის მუნიციპალიტეტში და წარმოადგინოს სრული ბიზნეს გეგმა;
დაფინანსებული ბიზნესისთვის პერიოდულად მოეწყობა მონიტორინგის ვიზიტი, ასევე მოუწევს კვარტალური ანგარიშის წარმოდგენა პროექტის წინაშე, როგორც საქმიანობის ასევე შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ;
დაფინანსებული ბიზნესებისთვის პერიოდულად მოეწყობა ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები/ტრენინგები, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება პროექტის მიერ და რომელზე დასწრებაც იქნება სავალდებულო ბიზნესის წარმომადგენლის მხრიდან.
კონკურსის ფარგლებში არ დაფინანსება:
** კანონით აკრძალული საქმიანობა;
** თამბაქოს წარმოება/გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობა;
** ალკოჰოლის წარმოება/გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობა;
** სათამაშო და აზარტული ბიზნეს საქმიანობა;
** მაღალი რისკის შემცველი ბიზნეს საქმიანობა;
** ბიოლოგიური აქტივის და/ან ნედლეულის შეძენა;
** სამშენებლო სამუშაოების წარმოება;
** ბიზნეს საქმიანობა რომელიც შემოსავალს მიიღებს დაფინანსებიდან 12 თვის შემდეგ.
სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოეწყობა საინფორმაციო შეხვედრები:
** ახალციხე - 15 მაისი, 14:00 საათი - ახალციხის საკრებულოს შენობის სხდომათა დარბაზი (I სართული);
** ნინოწმინდა - 16 მაისი, 11:00 საათი - ნინოწმინდის მერიის შენობის სხდომათა დარბაზი;
** ახალქალაქი - 16 მაისი, 14:00 საათი - ახალქალაქის საკრებულოს შენობის სხდომათა დარბაზი;
** მარნეული - 17 მაისი, 15:00 საათი - მარნეულის მერიის შენობის სხდომათა დარბაზი;
** დმანისი - 18 მაისი, 13:00 საათი - დმანისის მერიის შენობის სხდომათა დარბაზი;
** ბოლნისი - 18 მაისი, 16:00 საათი - ბოლნისის მერიის შენობის სხდომათა დარბაზი.
დაინტერესებულმა ბიზნესებმა შევსებული განაცხადის ფორმა და ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 5 ივნისამდე ელექტრონული ფორმით, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: giorgi.tvaliashvili@heks-eper.org წერილის ველში (Subject) მიუთითეთ "SME Grants"
განაცხადის ფორმა გთხოვთ გადმოწეროთ აღნიშნული ბმულიდან > https://docs.google.com/document/d/1TAXpY5BbuV2bhGoW7wEoKIXv3yWE4yPz/edit?fbclid=IwAR3EYkMhDaOrri5wW0ue1rX41efc306pvaTdtsqiU_q3f5mWd5IIWvs6hqk ან იხილოთ თანდართული ფაილები.
საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაესწროთ საინფორმაციო შეხვედრას, თქვენთვის შესაბამის სამიზნე მუნიციპალიტეტში.
პროექტი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება - პროექტის სოც. ქსელი https://www.facebook.com/projectKKSJ
წყარო: https://www.jobs.ge/
რეგიონი: სამცხე-ჯავახეთი; ქვემო ქართლი;
პროექტის მიმართულება: ბიზნესი, წარმოება, მრეწველობა, ვაჭრობა; სოციალური დაცვა, მედიცინა; სტარტაპი;
დამატებულია: 10-05-2023
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 05-06-2023 ვადა იწურება
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 5 დღე;
10-02-2023 ექსპორტის სტიმულირების პროგრამა |
---|
24-05-2023 საგრანტო კონკურსი ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი ინიციატივების მხარდასაჭერად |
22-05-2023 ბიზნესიდეების მცირე საგრანტო კონკურსი უკრაინელებისთვის |
14-07-2022 „ბიოწარმოების" ხელშეწყობის პროგრამა |