ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001458 დასრულებული

25 000 ლარამადე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის - რაჭა-ლეჩხუმი

წყარო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

განაცხადის ბოლო ვადა
15.06.2023
საიტზე დამატებულია
16.05.2023

კონკურსის შესახებ:

  • დაწყების თარიღი: 15 მაისი 2023
  • დასრულების დრო: 15 ივნისი 2023 23:59
  • დარჩენილი დღეები: 31

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს "ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის "

Მიმდინარე საგრანტო კონკურსით ფინანსდება პროექტები რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან.

Პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში

  • ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას;

  • ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას;

საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) პროექტის გუნდის კომპეტენცია - გუნდი მზად არის გამოიყენოს შესაძლებლობა მოცემულ დროის პერიოდში; გუნდის წევრებს აქვთ ინდუსტრიის ექსპეტული ცოდნა; გუნდის წევრებს აქვთ ერთად მუშაობის გამოცდილება; გუნდში არ არის საკვანძო პოზიციის/პოზიციების დეფიციტი.

ბ) პროექტის კომერციალიზაციის პოტენციალი (ბაზრის მოცულობა/მასშტაბი/შესაძლებლობა) - წარმოების გაზრდის მასშაბატი/ბიზნესის მაქსიმალური მასშტაბი; გადასაწყვეტი პრობლემის მნიშვნელობა; ბაზრის კონკუნტუნლობა; კონკურენტების მდგომარეობა ბაზრაზე; ბაზრის მასშატაბი (ადგილობრივი, რეგიონალური, გლობალური); ბიზნესის მაქსიმალური მასშტაბი.

გ) კონკურენტული უპირატესობა/ინოვაციურობა - შემოთავაზებული ინოვაციის უპირატესობა; სტარტაპის კონკურენტული უპირატესობა; სტარტაპის კონკურენტების შეფასება; ინტელექტუალური საკუთრება ანდა მისი შექმნის პოტენციალი.

დ) რეგიონში ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა - მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობა.

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით grants@gita.gov.ge


წყარო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო