ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001467 დასრულებული

საგრანტო კონკურსი ბიზნეს ასოციაციების მხარდასაჭერად

წყარო: USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა

განაცხადის ბოლო ვადა
14.07.2023
საიტზე დამატებულია
05.06.2023

კონკურსის შესახებ:

"USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა" (შემდგომში "პროგრამა") აცხადებს საგრანტო კონკურსს ბიზნეს ასოციაციების მხარდასაჭერად, რითაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებში საბაზრო სისტემების გაძლიერებას ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიმდებარე 11 მუნიციპალიტეტში.

კონკურსის მიზანია დარგობრივი ასოციაციების ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება და მათი ჩამოყალიბება სექტორის ზრდის ლიდერებად და კატალიზატორებად. სტრატეგიული მიზნების მიღწევით და მათი კავშირების დახმარებით, ამ ასოციაციებმა შესაძლოა შეასრულოს ეფექტური პლატფორმის ფუნქცია, რომლის საშუალებითაც მოხდება თანამედროვე ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გავრცელება, ინოვაციური მექანიზმების შემუშავება და ასოციაციის წევრების რაოდენობის გაზრდა, რაც საბოლოოდ, სარგებელს მოუტანს საბაზრო სისტემის უფრო მეტ მონაწილეს (დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ IB ნაწილი "საგრანტო პროგრამის აღწერა").

ამ კონკურსის ფარგლებში, ბიზნეს ასოციაცია განისაზღვრება, როგორც ოფიციალურად რეგისტრირებული არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქმიანობს კონკრეტულ სექტორში და თავის წევრებს სთავაზობს ბიზნესის მხარდაჭერის სხვადასხვა სერვისს.

ამ კონკურსის ფარგლებში, გრანტები გაიცემა და განხორციელდება USAID-ისა და აშშ-ის მთავრობის გრანტების მართვის რეგულაციებისა და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის გრანტების მართვის შიდა პოლიტიკის შესაბამისად. USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის საგრანტო დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 45, 000 აშშ დოლარით, ხოლო თანამონაწილეობა - პროექტის სრული ღირებულების მინიმუმ 30%-ით, როგორც ფულადი, ასევე არაფულადი სახით. შესაბამისად, 45, 000 აშშ დოლარის გრანტისთვის, განმცხადებლის თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 19, 300 აშშ დოლარს ფულადი ან არაფულადი აქტივებით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 14 ივლისი.

განცხადების სრული ტექსტი იხილეთ თანდართულ ფაილში.


წყარო: https://jobs.ge/