საგრანტო კონკურსი
წყარო: USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა
- განაცხადის ბოლო ვადა
- 30.06.2023
- საიტზე დამატებულია
- 05.06.2023
კონკურსის შესახებ:
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს RFA-044: "ბიზნესის განვითარების ახალი სერვისებისა და პროდუქტების შექმნა ან არსებულის გაუმჯობესება". კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს. აღნიშული აქტივობა ემსახურება გრანტის მიმღები კომპანიის პორტფელში ბიზნესის განვითარების ახალი სერვისებისა ან პროდუქტების შექმნას, ან არსებულის გაუმჯობესებას. საგრანტო აქტივობის მიმდინარეობისას აღნიშნულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მისი სერვისებით/პროდუქტებით ის მიკრო, მცირე ან საშუალო ზომის მეწარმეები, რომლებიც მოღვაწეობენ პროგრამის სამიზნე სექტორებსა და ღირებულებათა ჯაჭვებში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2023 წლის 30 ივნისის 18:00 საათი.
დაინტერესებული აპლიკანტებისთვის 2023 წლის 12 ივნისს 12:00 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით. ონლაინ შეხვედრა გაიმართება ქართულ ენაზე Webex-ის პლათფორმის მეშვეობით, რომლის ბმულის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ონლაინ შეხვედრაზე ჩართვას აღნიშნულ დროს.
ონლაინ შეხვედრის ლინკი: https://dai.webex.com/dai/j.php?MTID=mb9f7ce130efa4921290fab3bed7d8183
Password: wwR8P4asBi2
Meeting number: 2335 057 1728
წყარო: https://jobs.ge/