ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001499 დასრულებული

ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსი

წყარო: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

განაცხადის ბოლო ვადა
31.07.2023
საიტზე დამატებულია
07.07.2023

კონკურსის შესახებ:

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) აცხადებს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების საგრანტო კონკურსს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით. შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

კონკურსის მიზანია

გააქტიუროს ახალგაზრდების მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერას, მათ შორის მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარებას და მხარდაჭერას; საზოგადოებისთვის აქტუალური თემებისა და სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების გარშემო ცნობიერების დონის ამაღლებას, ადვოკატირების კომპეტენციების და ადვოკატირების კამპანიების მართვის უნარების გაუმჯობესებას, ადგილობრივ და ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობის და უშუალო ჩართულობის გზით.

კონკურსის პირობები:

® საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ააიპ სტატუსის მქონე, მოქმედ საზოგადოებრივ ან სათემო ორგანიზაციას, ასევე, საინიციატივო/აქტივისტთა ჯგუფს, ახალგაზრდული საბჭოების წარმომადგენლებს და მედიაორგანიზაციებს საქართველოს 10 რეგიონიდან: აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა–მთიანეთი, რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთი, სამეგრელო–ზემო სვანეთი, სამცხე ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი.

® ორგანიზაციას/ჯგუფს შეუძლია კონკურსში ერთზე მეტი საგრანტო განაცხადის წარმოდგენა. თუმცა, ერთ ორგანიზაციაზე/ჯგუფზე გაიცემა არაუმეტეს ერთი გრანტისა.

® საგრანტო ინიციატივები უნდა განხორციელდეს საქართველოს 10 რეგიონიდან ერთ– ერთში ან ერთდროულად რამდენიმეში.

® საგრანტო განაცხადის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 5000 ევროს.

® შესაძლებელია, საგრანტო აპლიკაციების განხილვის დროს, კომისიის წევრებმა აპლიკანტს შესთავაზონ წარმოდგენილ საკონკურსო პროგრამის აღწერაში და ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებების შეტანა;

® საგრანტო განაცხადების მიღება მოხდება 2023 წლის 26 ივნისიდან- 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით, 18:00 საათამდე. განაცხადის და თანდართული ბიუჯეტის ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ბმულიდან: https://shorturl.at/lowAC

® კონკრეტული პროექტის ხანგრძლივობა (საანგარიშო პერიოდის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;

® დაფინანსებული პროექტის განხორციელების დაწყება შესაძლებელია 2023 წლის 1 სექტემბრიდან;

® უპირატესობა მიენიჭება პროექტებს, რომლებიც შეძლებენ თანადაფინანსების მოძიებას (co-share): თანადაფინანსებას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა, მაგ.: ფულადი, პროექტისათვის უფასოდ დათმობილი მატერიალური ან ტექნიკური ბაზა (მაგ.: ვიდეო– გადაღება, საოფისე მომსახურება, მონტაჟი, თეატრალური კოსტიუმი, მუსიკალური გაფორმება, მოწყობილობა ღონისძიების ჩასატარებლად, პროექტორი, ეკრანი და ა.შ.) ოფისი ან საკონფერენციო ფართი ან თუნდაც ადამიანური რესურსი, რაც სხვა შემთხვევებში თანხა ეღირებოდა;

® პროექტების შერჩევა და შეფასება მოხდება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ;

® შესარჩევი კომისია განიხილავს მხოლოდ იმ განაცხადებს, რომლებიც მითითებულ ვადაში და თანდართულ სააპლიკაციო ფორმაში სრულად იქნება წარმოდგენილი.

კონკურსი მხარს დაუჭერს შემდეგ პრიორიტეტულ თემატიკას:

o ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა;

o ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;

o გარემოს დაცვა;

o მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში;

o მოხალისეობის პოპულარიზაცია;

o ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;

o სოციალური ინკლუზია და მოწყვლადი ჯგუფების დახმარება, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის;

o ადგილობრივი სათემო პრობლემების მოგვარება (სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის მედიის, არასამთავრობო სექტორის, სახელმწიფო დაწესებულებებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით);

o ტოლერანტობა და მრავალფეროვნება;

o საქართველო და ევროკავშირი (დასავლური ღირებულებები, ევროინტეგრაცია)


წყარო: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი