მიღება პროექტზე - ააშენე საქართველო
წყარო: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ((IRI)
- განაცხადის ბოლო ვადა
- 20.08.2023
- საიტზე დამატებულია
- 24.07.2023
კონკურსის შესახებ:
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI)" აცხადებს მიღებას პროექტში "BUILD Georgia - ააშენე საქართველო" (2023-2024).
2022 წლის სექტემბრიდან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სხვადასხვა სფეროში წარმატებული ლიდერების, წამყვანი ექსპერტების და ახალგაზრდების ჩართულობას რათა ერთობლივად, დიალოგის პრინციპით, შეიმუშაონ ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის გზები.
პროექტი ითვალისწინებს მონაწილეების ჩართულობას შემდეგი სამიზნე ჯგუფებიდან: ბიზნეს სექტორი, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, ახალგაზრდა აქტივისტები, აკადემიური წრეების და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ექსპერტ ფასილიტატორების მხარდაჭერით, იყენებს საზოგადოებრივი დიალოგის მიდგომას, რათა შექმნას საერთო საფუძველი სხვადასხვა აქტორებს შორის. შემოთავაზებული მიდგომა ორიენტირებული იქნება არაფორმალურ გარემოში კონსენსუსის მიღწევაზე, რაც სამომავლოდ ქმნის გაზრდილი თანამშრომლობისა და კომპრომისის საფუძველს.
პროექტში "ააშენე საქართველო" მონაწილეობის მსურველი, აუცილებელია წარმოადგენდეს შემდეგი სამუშაო ჯგუფებიდან ერთ-ერთში წამყვან და გამოცდილ ექსპერტს:
** ბიზნეს სექტორი
** სამოქალაქო საზოგადოება
** აკადემიური წრეები
** კულტურის & ხელოვნების სფეროები
** ახალგაზრდა აქტივისტები
პროექტი განხორციელდება 2023 წლის სექტემბრიდან - 2024 წლის ივლისამდე.
პროექტში "ააშენე საქართველო" მონაწილეობის მსურველებმა საჭიროა წარმოადგინონ CV ქართულ ენაზე და 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია. ამ დეტალების გამოსაგზავნად, გამოიყენეთ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfOYGfVTXbXhdZIZtjipXQR34xWpikS9_kXO0QCyApZ8Ek_bw/viewform?usp=send_form
პროექტის მიმდინარეობისას აუცილებელია მონაწილე ცხოვრობდეს საქართველოში.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 20 აგვისტო, 2023 წლის (23:59)
წყარო: https://jobs.ge/