მცირე გრანტების კონკურსი მედია ორგანიზ. და ჟურნალისტებისთვის
წყარო: ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 25.08.2023
- საიტზე დამატებულია
- 07.08.2023
კონკურსის შესახებ:
"ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი" (WFD) საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის იწვევს დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს (სატელევიზიო, ბეჭდური თუ ონლაინ მედია) და ინდივიდუალურ ჟურნალისტებს. საგრანტო კონკურსის ფარგლებში კონკურსანტებმა უნდა შექმნან, სატელევიზიო, ბეჭდურ და ონლაინ მედიაში გასავრცელებლად მომზადებული მედია პროდუქტები - სტატიები, ბლოგები, ვიდეო რეპორტაჟები, ვლოგი ან/და ფოტო ისტორიები, ან/და სატელევიზიო სიუჟეტების სერია - რომლებიც:
** ასახავს კლიმატის ცვლილების პროცესებს და გავლენას საქართველოში, საქართველოს მოსახლეობასა და ბიომრავალფეროვნებაზე, საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ გამოწვევებს და მათ შესაძლო გადაჭრის გზებს.
** წარმოაჩენს კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებს და საზოგადოების და ადგილობრივი თემების წარმომადგენლების (განსაკუთრებით კი - ახალგაზრდები, ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ეთნიკური უმცირესობები, ბავშვები და სხვა მოწყვლადი ჯგუფები) დამოკიდებულებას კლიმატის ცვლილების მიმართ და ამ მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს და გამოწვევებს კლიმატის ცვლილების კონტექსტში.
** წაახალისებს მოსახლეობას მარტივი, ყოველდღიური ქმედებების გამოყენებით შეიტანოს წვლილი კლიმატის ცვლილების შერბილებაში (climate change mitigation), კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციაში (climate change adaptation) და კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან მიმართებით მედეგობის გაზრდაში (climate change resilience).
მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მედია ღონისძიებები/პროდუქტები არ იყოს ერთჯერადი ხასიათის და უნდა მოიცავდეს 3-დან 5 თვემდე პერიოდში ინოვაციური და მრავალფეროვანი კონტენტის შექმნას და გავრცელებას, რომელიც გათვლილი იქნება სხვადასხვა ასაკის, სქესის და ინტერესების მქონე სეგმენტზე.
კონკურსის მიზანი
მცირე გრანტების კონკურსის მიზანია ერთის მხრივ ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი მედიის მიერ გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხების უკეთეს და უფრო აქტიურ გაშუქებას, და ამ მხრივ შესაბამისი გამოცდილების და ცოდნის დაგროვებას, ხოლო მეორეს მხრივ მედიის აქტიური გაშუქების გზით ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხების უფრო აქტიურად წარმოჩენას საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკურსის პროცესში.
საგრანტო კონკურსის თემატური მიმართულებები:
1. კლიმატის ცვლილების შერბილება
2. კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია
3. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების და რისკების მიმართ მდგრადობის ზრდა
4. გარემოს დაცვა და ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტები
5. გარემოსდაცვითი დემოკრატიის პრინციპების წახალისება და პოპულარიზაცია
საგრანტო კონკურსის ფარგლებში შექმნილი მასალების კონტენტი უნდა იყოს:
** მამოტივირებელი;
** არსებითად პოზიტიური;
** ინფორმაციული;
** პრაქტიკული;
** ბიძგის მიმცემი კონკრეტული ქმედებების განსახორციელებლად;
** შთამაგონებელი;
** და წარმოაჩენდეს საკითხის გადაუდებელ მნიშვნელობას.
სრული საპროექტო განაცხადების მიღება ხდება მხოლოდ ონლაინ, შემდეგ ელ-ფოსტაზე: ketevan.chaduneli@wfd.org. განაცხადების წარმოდგენისას, გთხოვთ მეილის სათაურის ველში მიუთითოთ შემდეგი: "WFD - მედიის მცირე გრანტების კონკურსის საპროექტო განაცხადი".
საგრანტო კონკურსის სახელმძღვანელო, აპლიკაციის ფორმა და ბიუჯეტის ფორმა იხილეთ თანდართულ ფაილში.
გამოცხადების თარიღი: 4 აგვისტო
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 25 აგვისტო, 17:00 საათი
წყარო: https://jobs.ge/