ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001513 დასრულებული

რეგიონული პრე-აქსელერატორის პროგრამის განხორციელების კონკურსი

წყარო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

განაცხადის ბოლო ვადა
12.08.2023
საიტზე დამატებულია
08.08.2023

კონკურსის შესახებ:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, ცხადდება რეგიონული პრე-აქსელერატორის პროგრამა საქართველოს ორ რეგიონში (შიდა ქართლი, მცხეთა-თიანეთი). პროგრამა ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში და გულისხმობს ინტენსიური სამეწარმეო ტრენინგების ციკლს, რომელიც დაეხმარება, რეგიონში მცხოვრებ სტარტაპერებს განავითარონ საკუთარი ბიზნეს იდეები, იდეიდან პროდუქტამდე და მოემზადონ სააგენტოს მიერ გამოცხადებული რეგიონული საგრანტო პროგრამებისთვის.

კონკურსის მიზანია, რეგიონისთვის შეირჩეს მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველჰყოფს პრე-აქსელერატორის პროგრამის ხარისხიან და სრულყოფილ ორგანიზებას. განაცხადის შემოტანა შესაძლებელია, როგორც მხოლოდ ერთი ასევე ყველა მითითებული რეგიონისთვის. თითოეულ რეგიონზე განსაზღვრული მაქსიმალური ბიუჯეტი შეადგენს 40 000 ლარს.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 12 აგვისტო.


წყარო: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო