ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001576 დასრულებული

სამოქალაქო ორგანიზაციის საქმიანობისა და მისი შედეგების შეფასება

წყარო: კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)

განაცხადის ბოლო ვადა
17.11.2023
საიტზე დამატებულია
17.10.2023

კონკურსის შესახებ:

ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ (Civil Society STAR Initiative) ფარგლებში, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC აცხადებს საგრანტო კონკურსს „სამოქალაქო ორგანიზაციის საქმიანობისა და მისი შედეგების შეფასება”.

იხილეთ „საპროექტო განაცხადის მოთხოვნა“: https://www.ctc.org.ge/…/10/02a_RFP-for-PerfLab-grants.pdf

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სამოქალაქო ორგანიზაციას, რომლის წარმომადგენელი ან წარმომადგენლები 2023 წლის 27 ნოემბრამდე წარმატებით გაივლიან თვით-მართულ დისტანციურ სასწავლო კურსს „სამოქალაქო ორგანიზაციის საქმიანობისა და მისი შედეგების შეფასება“ და მიიღებენ სერტიფიკატს.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოახდინოთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/FAzUvPKejBsfBTyn9


წყარო: სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა