ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001604 დასრულებული

ქალთა უფლებებისა და ქალთა უფლებების აქტივისტების დაცვა

წყარო: ქალთა ფონდი საქართველოში

განაცხადის ბოლო ვადა
27.11.2023
საიტზე დამატებულია
15.11.2023

კონკურსის შესახებ:

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო პროგრამას „ქალთა უფლებებისა და ქალთა უფლებების აქტივისტების დაცვა”, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ბრიტანული ფონდი სიგრიდ რაუზინგ თრასთი.

საგრანტო კონსურსი მიმართულია იმ ფემინისტური და ქალთა ორგანიზაციების გასაძლიერებლად, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვასა და სისტემური ცვლილების გამოწვევაზე მუშაობენ საქართველოს რეგიონებში.

პროგრამის თემატური მიმართულებებია:

  • ადვოკატირებისა და ლობირების გზით რეგიონულ ქალაქებსა და სოფლებში სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ქალთა მობილიზება;
  • ქალთა მიმართ ძალადობის უხილავი/დაფარული ფორმების გამოვლენა და პრევენცია;
  • ადგილობრივ თვითმართველობებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდა (სოციალურ, გარემოსდაცვით, საგანმანათლებლო, თუ სხვა საკითხებზე);
  • ფემინისტი აქტივისტებისა და ქალი უფლებადამცველების ჯგუფებისთვის უსაფრთხო და მზრუნველი სივრცის შექმნა, ქალთა ემოციური და მენტალური კეთილდღეობისადმი მიმართული ღონისძიებები.

საგრანტო კონკურსში „ქალთა უფლებებისა და ქალთა უფლებების აქტივისტების დაცვა” მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

• ქალთა ადგილობრივ რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოს რეგიონებში;

• ორგანიზაციებს რეგიონებში, რომლებიც მუშაობენ ქალთა საკითხებზე და რომლებსაც ხელმძღვანელობენ ქალები;

• ქალთა ორგანიზაციებს რეგიონებში, რომელთა ბიუჯეტი არ აღემატება $500 000-ს

ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:

• რომლებსაც ახორციელებენ ქალები
• რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები

ქალთა ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს რეგიონში მოქმედი ორგანიზაციების კოალიციურ ინიციატივებს.

საგრანტო თანხა განსაზღვრულია 7 000 გირვანქა სტერლინგით. პროექტების ხანგრძლივობაა 6 თვე.

ბიუჯეტის შევსების დროს გთხოვთ გაითვალისწინეთ პროექტის ფინანსური აუდიტის ხარჯი პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 5%-ის ოდენობით. აღნიშნული ხარჯი შეიტანეთ ბიუჯეტის ფორმის „4. სხვა ხარჯი“-ის განყოფილებაში „პროექტის ფინანსური აუდიტი“-ს სახელწოდებით.

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org

განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 27 ნოემბერი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2023 წლის დეკემბერში.

საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ.ფოსტით შემდეგ მისამართზე:

grants@womenfundgeorgia.org

გისურვებთ წარმატებას!


წყარო: ქალთა ფონდი საქართველოში