ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001692 დასრულებული

„განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში II ფაზა" (STREAMinG Phase II)

წყარო: მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი

განაცხადის ბოლო ვადა
04.04.2024
საიტზე დამატებულია
23.02.2024

კონკურსის შესახებ:

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს საგრანტო კონკურსს მიგრაციის თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. საგრანტო კონკურსი გამოცხადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში“ II ფაზის (STREAMinG Phase II) ფარგლებში.

საგრანტო განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 4 აპრილი 2024, 17:00 (CET)

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე, შემდეგ ბმულზე: https://www.icmpd.org/work-with…/grants/calls-for-proposals

სააპლიკაციო ფორმის და ყველა აუცილებელი დოკუმენტის ჩამოსატვირთად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის, სააპლიკაციო განაცხადების ელექტრონულ პლატფორმაზე: https://in-tendhost.co.uk/icmpd/aspx/Tenders/Appraisal


წყარო: ICMPD