ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000654 დასრულებული

თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო საქართველოში

წყარო: ქალთა ფონდი საქართველოში

განაცხადის ბოლო ვადა
13.02.2022
საიტზე დამატებულია
14.02.2020

ქალთა ფონდი საქართველოში იწყებს ახალ, ორწლიან პროექტს „თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო საქართველოში“.

პროექტი მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის საკითხების ადვოკატირებას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე - სამუშაო ადგილებზე გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისათვის, თანაბარი ანაზღაურებისათვის, უსაფრთხო და ჯანმრთელი სამუშაო პირობების შესაქმნელად.

პირველ ეტაპზე, ფონდი ჩაატარებს ტრენერთა ტრენინგს, რომელიც ადგილობრივ ექსპერტებს გადაამზადებს ქალთა უფლებებსა და შრომით უფლებებზე.

პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ (ევროპული ინსტრუმენტი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის საქართველოში) და განხორციელდება პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად - WECF Georgia, ქვემო ქართლის მედია, ორგანიზაცია უფლებებისა და განათლებისათვის.

კონტაქტი