სიახლეები
ნავიგატორი

ფინანსური განათლების წლის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და 2019 წლის ძირითადი ამოცანები განიხილეს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კობა გვენეტაძე უძღვებოდა.

სხდომაზე ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტმა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც იმ პრიორიტეტულ სამიზნე ჯგუფებსა და ძირითად აქტივობებს განსაზღვრავს, რომელთა განხორციელებაც უახლესი წლების განმავლობაში იგეგმება.

დამატებულია: 31-05-2019
წყარო: pia.ge




ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, რეაქციები არაადეკვატური იყო. რუსთავი 2-თან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტს აზიანებს ის აჟიოტაჟი, რაც ინვესტორმა ატეხა და "რეაქცია აშკარად გადაჭარბებულია".

დამატებულია: 31-05-2019
წყარო: on.ge




თბილისში, ზღვის უბანში ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა არის დაგეგმილი, რომელიც 25 ჰექტარზე გაშენდება.

ამის შესახებ განაცხადება გააკეთა თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, რომელმაც ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ თამარ ტალიაშვილთან ერთად მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის მიხედვით წინასაპროექტო კვლევა ჩაატარა.

დამატებულია: 31-05-2019
წყარო: intermedia.ge




„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2019 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.8 პროცენტით განისაზღვრა.

დამატებულია: 31-05-2019
წყარო: bpn.ge




საქართველოს მსოფლიოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ჯგუფი ეწვია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ღვინის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ქართული ღვინის კულტურასა და თანამედროვე მეღვინეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეცნობიან.

დამატებულია: 31-05-2019
წყარო: 1tv.ge




აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკას 5%-იანი ტარიფები დაუწესა. ტარიფები 10 ივნისიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტრამპის განცხადებით, პირველ ოქტომბრამდე ტარიფის პროცენტი ყოველთვიურად პროცენტით გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოგვარებას ვერ შეძლებს.

დამატებულია: 31-05-2019
წყარო: imedinews.ge




მარკ ცუკერბერგი Facebook-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას ისევ გადაურჩა. კომპანიის აქციონერებმა თანამდებობიდან მისი ჩამოშორება მეხუთედ სცადეს, თუმცა ხმათა საჭირო რაოდენობის მოგროვება ვერ შეძლეს.

დამატებულია: 31-05-2019
წყარო: imedinews.ge




5 ნოემბერს, გამომძიებელი-ჟურნალისტების კონსორციუმმა (ICIJ) ოფშორული კომპანიებისადმი მიძღვნილი მეორე მასშტაბური პროექტი - "სამოთხის დოკუმენტები" გამოაქვეყნა. პირველი გამოძიება, რომელსაც ოფშორებთან დაკავშირებული დიდი სკანდალი მოჰყვა ICIJ-მ 2016 წლის აპრილში წარადგინა:

დამატებულია: 31-05-2019
წყარო: imedinews.ge




29 მაისს, “თი-ბი-სი” კაპიტალმა საქართველოს ობლიგაციების ბაზრის განახლებული კვლევა წარადგინა.“თი-ბი-სი” კაპიტალის მიერ მომზადებულ განახლებულ კვლევაში გაანალიზებულია ფასიანი ქაღალდების ბაზრის უკანასკნელი ტენდენციები. კვლევის განახლება განაპირობა  კომპანიების და პოტენციური ინვესტორების მხრიდან გაზრდილმა ინტერესმა ქართული ობლიგაციების ბაზრის და მისი განვითარების პერსპექტივების მიმართ.

დამატებულია: 30-05-2019
წყარო: kvira.ge




თამბაქოზე ფასების თითქმის გაორმაგებამ ქართველი მწეველების არც თუ ისე მცირე ნაწილი ფილტრიანი სიგარეტიდან თუთუნზე გადაიყვანა.

რამდენად იაფი უჯდება რიგით მწეველს თუთუნის მოხმარება სიგარეტთან შედარებით?

საშუალო ხარისხის ფილტრიანი სიგარეტი დღესდღეობით დაახლოებით 5 ლარი ღირს. ამგვარად, თუ მწეველი დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს მოიხმარს, მისი თვიური ხარჯი 150 ლარი იქნება.

დამატებულია: 30-05-2019
წყარო: intermedia.ge




საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ, მონაწილეობა მიიღო კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმში „მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“.

ირაკლი ლექვინაძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა ასეთი მაღალი დონის ფორმატში, აღმასრულებელ, საკანონმდებლო და ადგილობრივი მთავრობების წარმომადგენლებთან და ინვესტორებთან ერთად ვისაუბრო რეგიონულ დონეზე ბიზნეს გარემოზე

დამატებულია: 30-05-2019
წყარო: pia.ge




ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის, შოთა გულბანის განცხადებით, ქვეყანაში პორტების მშენებლობისთვის კონკურენტული გარემო სამართლიანია.
ექსპერტი საქართველოსთვის ანაკლიის პორტის მომგებიანობასა და მის ეკონომიკურ მნიშვნელობას ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ „თი ბი სი ჯგუფს“ საქართველოში პორტების მშენებლობაზე ექსკლუზიური უფლება არ უნდა ჰქონდეს.

დამატებულია: 30-05-2019
წყარო: kvira.ge




„ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ, რომ ჭავჭავაძის რეაბილიტაციას გამო წყლის მიწოდებაზე მასობრივი შეზღუდვები არ იქნება.

GWP-ის გენერალური დირექტორის ირაკლი ბაბუხადიას თქმით, ასფალტის საფარის აღების სამუშაოები დღეს დაიწყო, წყალარინებისა და წყალმომარაგების სისტემების გამოცვლის სამუშაოები კი 2 ივნისს დაიწყება.

დამატებულია: 30-05-2019
წყარო: imedinews.ge




საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ეკონომიკური და საინვესტიციო პოლიტიკის მეტი ინკლუზიურობა.

ამის შესახებ ნათია თურნავამ კახეთში, წინანდალში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ეკონომიკური და საინვესტიციო პოლიტიკის მეტი ინკლუზიურობა - როცა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულია ყველადა დოვლათს ქმნის ყველასთვის, თითოეული ოჯახისთვის.

დამატებულია: 30-05-2019
წყარო: pia.ge




თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, შესაძლოა სირთულის გამო ჭავჭავაძის გამზირს სხვა ნაწილებს რეაბილიტაცია შემდეგ წლებში ჩაუტარდეს. ამის შესახებ კალაძემ გამზირზე სამუშაოების დაწყებისას განაცხადა.

დღეს ჭავჭავაძის გამზირის პირველი ეტაპის სამუშაოები დაიწყო. სამანქანო მოძრაობა გადაიკეტა ვარაზისხევის ამოსასვლელიდან ატენის ქუჩამდე. კალაძის განცხადებით, სამუშაოების პირველი ეტაპი მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა-რეაბილიტაციააროგორც სანიაღვრე სისტემის, ასევე საკანალიზაციოსი, რომელიც მძი

დამატებულია: 30-05-2019
წყარო: imedinews.ge




წინანდალში, სასტუმროში „რედისონ კოლექშენ“ კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონული ფორუმი მიმდინარეობს.

-ჩვენთვის ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტი არის რეგიონებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეს წლების განმავლობაში პრობლემური თემა იყო კახეთისთვისაც და ჩვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად გვაქვს გაზრდილი ინვესტიციები -ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა წინანდალში ,,საერთაშორისო საინვესტიციო ფორ

დამატებულია: 30-05-2019
წყარო: pia.ge




მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისის მერიამ ერთი თვის განმავლობაში დაზოგა 2 260 კუბური მეტრი სასმელი წყალი და 9 700 ლარი დედაქალაქის ბიუჯეტიდან.

აღნიშნული სხვაობა განპირობებულია სასმელი წყლის სოკოებზე სპეციალური ჩამკეტი ონკანების დამონტაჟებით.

დამატებულია: 30-05-2019
წყარო: pia.ge




საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სამდივნოს უფროსს, ევგენი ჟუკოვს შეხვდა.

ბანკის შემფასებელი მისია საქართველოში ბანკის წლიური შეხვედრის ორგანიზებასთანდაკავშირებულ შესაძლებლობებს გაეცნო.

როგორც ცნობილია, საქართველომ უკვე გააკეთა ოფიციალური განაცხადი აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურიშეხვედრისა და ბიზნესფორუმის თბილისში გამართვის თაობაზე.

დამატებულია: 30-05-2019
წყარო: pia.ge




საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა.

კერძოდ, საქსტატის 2018 წლის მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სტატისტიკა ასე გამოიყურება: ქალაქი -18,0 %; სოფელი – 23,1 %; საქართველო – 20,1 %.

2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით 21,9% იყო, ქალაქში 18,6 %, სოფლად კი 26,6%.

დამატებულია: 30-05-2019
წყარო: 1tv.ge




ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული ნებართვა პროცედურული დარღვევებით არის გაცემული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.

დამატებულია: 30-05-2019
წყარო: bpn.ge




არაერთხელ გვითქვამს, რომ ანაკლიის პორტი წარმოადგენს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პროექტს გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა ხელისუფლებისგან, დაწყებული 300 მლნ ლარიანი ინფრასტრუქტურით, დასრულებული 70- მილიონიანი მიწის გამოსყიდვით და 100 მლნ დოლარის დამატებითი დაფინანსებით, ასევე სრული იურიდიული მხარდაჭერით.

დამატებულია: 30-05-2019
წყარო: bpn.ge




პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ხმაურის ფონზე განიხილავდნენ საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას. საუბარია სივრცითი მოწყობის კოდექსზე, რომელიც 3 ივნისს უნდა ამოქმედდეს. ოპოზიცია საკითხის დაჩქარებული წესით მსჯელობას აპროტესტებდა. 

დედაქალაქის მერიამ, სხვა მუნიციპლიტეტებთან ერთად, ვადის გადაწევა ერთი წლითა და 3 თვით მოითხოვა. მერიის წარმომადგენლები ამის მიზეზად გენგეგმის კოდექსთან შეუსაბამობას ასახელებდნენ.

დამატებულია: 30-05-2019
წყარო: imedinews.ge




არასამთავრობო ორგანიზაციამ Tax Justice Network, რომელიც გადასახადების დამალვის წინააღმდეგ მუშაობს, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ოფშორების რეიტინგი გამოაქვეყნა. 

სიის ლიდერი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები გახდა. რეიტინგში მეორე ადგილს ბერმუდის კუნძულები იკავებს, მესამე ადგილზე კი კაიმანის კუნძულებია.

ათეულში ასევე მოხვდნენ ნიდერლანდები, შვეიცარია, ლუქსემბურგი, ჯერს

დამატებულია: 30-05-2019
წყარო: imedinews.ge




თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილი მინიმუმ, სამი თვით გადაიკეტა. მიზეზი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოა.

დაგეგმილია ასფალტის საფარისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, ასევე შეიცვლება განათება. რეაბილიტაციის პროცესში სპეციალურ რეჟიმში იმოძრავებენ ავტომანქანები.

დამატებულია: 30-05-2019
წყარო: imedinews.ge







სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ