სიახლეები
ნავიგატორი

ტრაპიზონში საქართველოს კონსულის ავთანდილ მიქაცაძის ცნობით, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებით, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ ყველა სახის ავტომანქანას, რომელიც თურქეთში რამე მიზეზით დაჯარიმდება, დღეიდან ჯარიმის გადაუხდელად ქვეყანის დატოვება აეკრძალება.

„ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობისა და ახალი რეგულაციების თანახმად, საკმაოდ სოლიდურია საგზაო ადმინისტრაციული ჯარიმების ოდენობა და შესაძლოა აღნიშნულმა ცვლილებამ, სამშობლოში დაბრუნებისას დიდი

დამატებულია: 03-05-2019
წყარო: imedinews.ge




ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირი 2023 წლამდე პერიოდში, შეერთებული შტატებიდან გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტს, წლიურ 8 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. ეს კი შარშან იმპორტირებულ გაზზე დაახლოებით ორჯერ მეტია.

აშშ-ის პრეზიდენტი დონოლად ტრამპი და ევროკომისარი ჟან-კლოდ იუნკერი შარშან ივლისში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ტრამპი ევროპულ ავტომობილებზე ტარიფებს არ მოუმატებს, რის სანაცვლოდაც, ევროპა ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირის ამერიკიდან იმპორტს გაზრდის.

დამატებულია: 03-05-2019
წყარო: bpn.ge




„ეკონომიკური ზრდის გაზომვა მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, რაც მიღებულია დღეს ოფიციალურად, არ არის ადეკვატური და არასწორი დასკვნების გაკეთების საშუალებას ხშირად იძლევა“.

ამის შესახებ პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ „პალიტრაიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, მარტში ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა. ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს ემიგრანტების რიცხვი 15.8 პროცენტით გ

დამატებულია: 03-05-2019
წყარო: bpn.ge




“თი-ბი-სი” უზბეკეთში წამყვანი გადახდის პლატფორმის – Payme-ის შეძენით შევიდა. ამ ტრანზაქციით, “თი-ბი-სი” მომხმარებელთა რაოდენობას 50%-ით ზრდის და 3.5 მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურება. ამის თაობაზე დღეს “თი-ბი-სის” სათაო ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომელსაც ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე და Payme-ის დამფუძნებელი, სარვარ რუზმატოვი ესწრებოდნენ.

განხორციელებული ტრანზაქცია „თი-ბი-სი“ ბანკის საერთაშო

დამატებულია: 03-05-2019
წყარო: kvira.ge




საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ფინანსური მხარდაჭერით დედაქალაქის ცენტრში 158-ნომრიანი სასტუმრო გაიხსნა.

ხუთვარსკვლავიანი შენობა გუდიაშვილის ქუჩაზე, სამუზეუმო უბანშია განთავსებული, პროექტის ბიუჯეტი 48 მლნ დოლარია, სასტუმროში 17 ლუქსი და 2 საპრეზიდენტო აპარტამენტი განთავსდება პანორამული ლიფტით. სასტუმრო მოდერნისა და ძველი არქიტექტურის ჰარმონიულ სინთეზს წარმოადგენს. პროექტი უნიკალური და ურთულესი ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა.

დამატებულია: 03-05-2019
წყარო: pia.ge




პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ საინფორმაციო/ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგის, ინტერიერის დიზაინის/არქიტექტურის კომპანიებს პროექტში ჩართვას სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 1 მაისს, სასტუმრო „თბილისი რუმსში“, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართა.

დამატებულია: 03-05-2019
წყარო: GEclose2EU




ჯილდოს მფლობელი მწერალი, რომელიც ღვინოსა და სასმელზე წერს
პირველი ადამიანი, ვინც ქარვისფერი ღვინის შესახებ წიგნი დაწერა.
ადამიანი, რომელმაც მრავალფეროვან ცხოვრებასა და ღვინის სიყვარულს ერთ წიგნში მოუყარა თავი.

წიგნში, საიმონი ქარვისფერი ღვინის ისტორიის, მისი კერძებთან შეხამებისა და რეკომენდირებული მწარმოებლების შესახებ მოგვითხრობს.
 

დამატებულია: 02-05-2019
წყარო: g.Vino • ჯი.ვინო




ყურადღება! ღონისძიების თარიღი შეიცვალა. 
როგორც ჩანს შაბათს საწვიმარი და ქოლგები შესაძლოა ყველასთვის საკმარისი არ იყოს. ჩვენ კი გვინდა, რომ ყველამ კარგი დრო გავატაროთ ევროპის დღეზე, ამიტომ გადავწყვიტეთ თარიღი შევცვალოთ და ღონისძიება 5 მაისს გაიმართება. გელოდებით ყველას!

დამატებულია: 02-05-2019
წყარო: European Union in Georgia




2018 წელს მსოფლიოში მდიდრების მიგრაცია დაჩქარდა. Global Wealth Migration Review-ს მიხედვით, 2018 წელს საცხოვრებელი ქვეყანა დაახლოებით 108,000-მა დოლარიანმა მილიონერმა შეიცვალა, 2017 წელს კი 95,000-მა. ამასთან, მთლიანი კერძო სიმდიდრე მთელს მსოფლიოში 204 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

Global Wealth Migration Review-ს მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში რუსეთი 7 ათასმა დოლარიანმა მილიონერმა დატოვა. მდიდარი ადამიანების მხრიდან ქვეყნის დატოვების მაჩვენებლით რუსეთი მეორე ადგილს იკავებს, პირვე

დამატებულია: 02-05-2019
წყარო: bpn.ge




მაისიდან საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდის სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi უმასპინძლებს. სასტუმროს გახსნას საქართველოს პრემიერმინისტრი, დედაქალაქის მერი და ეკონომიკის მინისტრი დაესწრნენ.

პროექტის განხორციელებისთვის ინვესტორმა 48 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა.

სასტუმროს არქიტექტურა ბუნებრივადაა შერწყმული მუზეუმების ძველ უბანთან. სასტუმრო კომპლექსი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული მუზეუმის ისტორიული შენობებს შორისაა მოქცეული.

დამატებულია: 02-05-2019
წყარო: imedinews.ge




ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, 3, 4 და 5 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის იპოდრომზე (ლისის ტბა), გაიმართება მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი - VTB CUP 2019.

შეჯიბრში წარმოდგენილი იქნება წინაღობათა გადალახვა. მონაწილეობას მიიღებენ მხედრები აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, ირანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან.

დამატებულია: 02-05-2019
წყარო: on.ge




სარკინიგზო გადაზიდვებში ტვირთების ზრდის მიზნით, რკინიგზით მარცვლეულის და შროტის ტრანსპორტირების ტარიფები 52%-ით შემცირდა. „სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ“ და „საქართველოს რკინიგზამ“ ფასდაკლება ფოთის მარცვლეულის ტერმინალიდან სომხეთის მიმართულებით შროტის და მარცვლეულის ტრანსპორტირებაზე ერთობლივად დააწესეს.

ცნობისთვის, აპრილში შროტის და მარცვლეულის ტრანსპორტირების განახლებული ტარიფით პირველი ტვირთი „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ საკვანძო პარტნიორებმ

დამატებულია: 02-05-2019
წყარო: bpn.ge




ისნის რაიონის გამგეობამ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, შვიდი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები განახორციელა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული სპორტული მოედნები ვაზისუბნის II მიკრორაიონის N11 კორპუსის მიმდებარედ, ასევე, ავლაბარში, კვეზერელი-კოპაძის ქუჩისა და ქურხულის ქუჩის კვეთაზე მოეწყო.

დამატებულია: 02-05-2019
წყარო: pia.ge




სს „თელასის“ ტექნიკურმა დირექტორმა, ვახტანგ ქინქლაძემ თანამდებობა დატოვა. კომპანიის ცნობით, ქინლაძემ თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა და ის სხვა სამსახურში გადავიდა.

ვახტანგ ქინქლაძემ კომპანია „თელასში“ მუშაობა 2010 წელს დაიწყო. 2013 წელს ის ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. 

დამატებულია: 02-05-2019
წყარო: 1tv.ge




მსოფლიო შეთანხმების ფარგლებში, კორპორაცია Apple-ი Qualcomm-ისმიკროპროცესორების შემქმნელს სულ მცირე 4,5 მილიარდ დოლარს გადაუხდის. ამის შესახებ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში Qualcomm-ის ხელმძღვანელმა სტივ მოლენკოფმა თქვა. 

მისი თქმით, გადახდების მეთოდის ჩამოყალიბების შემდეგ, თანხა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. შეთანხმების სხვა დეტალები უცნობია.

დამატებულია: 02-05-2019
წყარო: imedinews.ge




ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს იუმორინას კონცერტის გამართვა 15 ათასი ლარი დაუჯდა. კონცერტი პირველ აპრილს გაიმართა.

იუმორისტულ ჯგუფთან ხელშეკრულება ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებამ გააფორმა. კონცერტის გაფორმებიდან დღემდე ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი შეიცვალა. მოქმედი წინას გადაწყვეტილებას უწონებს.

დამატებულია: 02-05-2019
წყარო: on.ge




სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით, 3 მაისს,  თბილისში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართება. 

დასაქმების ფორუმის მონაწილეებს აქტიურ ვაკანსიებს 20-მდე მსხვილი სავაჭრო და სადისტრიბუციო კომპანია შესთავაზებს. სამუშაოს მაძიებლები ვაკანსიებს ადგილზევე გაეცნობიან და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას დაამყარებენ

დამატებულია: 02-05-2019
წყარო: imedinews.ge




ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, იანვარ-აპრილში ელექტროენერგიის იმპორტმა საქართველოში დაახლოებით 612 მილიონი კვტ.სთ შეადგინა.

2018 წლის პირველ ოთხ თვეში იმპორტი 504 მილიონი კვტ.სთ იყო. შესაბამისად, წლიურად იმპორტის ზრდა დაახლოებით 21 პროცენტს შეადგენს.

ესკო-ს ცნობით, აპრილში იმპორტმა 80 მილიონი კვტ.სთ შეადგინა, გასული წლის აპრილის მაჩვენებელი კი, 11 მილიონ კვტ.სთ-ს შეადგენდა.

დამატებულია: 02-05-2019
წყარო: 1tv.ge




წინასააღდგომოდ, გალფმა მომხმარებლებს მასშტაბური საქველმოქმედო კამპანია შესთავაზა. Gulf Club-ის წევრების მიერ შეძენილი თითოეული ლიტრი საწვავიდან 3 თეთრი სოლიდარობის ფონდში გადაირიცხა ონკოლოგიით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების დიაგნოსტიკასა და მკურნალობისთვის.

კამპანია მხოლოდ ორი კვირა, 15 აპრილიდან 28 აპრილამდე, მიმდინარეობდა. საერთო ჯამში, კამპანიის ფარგლებში 77 880 ლარი შეგროვდა და აღნიშნული თანხა სრულად სოლიდარობის ფონდში გადარიცხა.

დამატებულია: 02-05-2019
წყარო: on.ge




დაგროვებით საპენსიო სისტემაში 741 000 ადამიანია ჩართული, სქემა კი დღეის მდგომარეობით, მონაწილეთა 2%-მა დატოვა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საპენსიო ფონდში განუცხადეს, ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობამ ფონდში უკვე 51 მლნ ლარი გადარიცხა.

ცნობისათვის, დაგროვებითი საპენსიო სისტემა მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. სისტემაში ჩართვა 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის სავალდებულოა, 40 წლის შემდეგ კი - ნებაყოფლობითი. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა განაწილდება დამსა

დამატებულია: 02-05-2019
წყარო: bpn.ge




საქართველომ რუსეთიდან აპრილში 6 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო, რაც წინა თვეში მოხმარებული გაზის დაახლოებით სამი პროცენტია. დანარჩენი 97 პროცენტი (177 მილიონი კუბური მეტრი) საქართველომ აზერბაიჯანული „სოკარისგან“ და „შაჰ-დენიზის კონსორციუმისგან“ შეისყიდა. ინფორმაცია ეკონომიკის მინისტრის მიერ ხელმოწერილ 2019 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის პროექტშია ხელმისაწვდომი.

ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, 2017 წლის დეკემბრის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართ

დამატებულია: 02-05-2019
წყარო: 1tv.ge




2019 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი) საქართველოში სულ 416 ათას 863 ჯარიმა გამოიწერა. ვიდეოჯარიმების თანხის ოდენობამ კი 16 მლნ 803 ათას ლარზე მეტი შეადგინა (16 803 460). სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანხა პირველადია და არ არის გამოკლებული ის თანხა, რომელიც დაჯარიმებულებმა 20%-იანი შეღავათით გადაიხადეს.

დაჯარიმებულებმა 181 ათას 474 შემთხვევაში 20%-იანი შეღავათით ისარგებლეს.

დამატებულია: 02-05-2019
წყარო: infonews.ge




ანაკლიის პორტის მშენებლობა შესაძლოა შეფერხდეს, ანდა ჩაიშალოს – ამას “TBC ბანკთან” დაკავშირებული პროცესების განვითარების შედეგად ანალიტიკოსები ვარაუდობენ. ის, რომ ანაკლიის პორტის მომავალი შესაძლოა დაზარალდეს, თავად მამუკა ხაზარაძეც არ გამორიცხავს.

ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკებები ძალიან ნელა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დ

დამატებულია: 02-05-2019
წყარო: infonews.ge




საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დედაქალაქის მასშტაბით, მიმდინარე შემოწმებების ფარგლებში,"ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის"მოთხოვნათა დარღვევების გამო, ვალუტის გადამცვლელ 25 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, ხოლო 10 პუნქტს ფულადი ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
 

დამატებულია: 02-05-2019
წყარო: allnews.ge







სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ